დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება -გივი მიქანაძე

კვლევამ გვაჩვენა, რომ ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების რაოდენობა სხვადასხვა მიმართულებით 14 400 უნდა იყოს. თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ პროცესები ახლა დაიწყო და გარკვეული გარდამავალი ეტაპებია საჭირო, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არის კონკრეტული მიმართულებები, სადაც ახალგაზრდების ინტერესი დაბალია და დეფიციტია, მაშინ როდესაც ამ მიმართულებებზე შრომის ბაზარზე ძალიან მაღალი მოთხოვნილებაა.

„ეს განსაკუთრებით ეხება ტექნიკურ მიმართულებებს - ვიცით, რომ სამშენებლო ბიზნესი საკმაოდ განვითარებულია და რეალურად გამოჩნდა, რომ 71%-იანი დანაკლისია იმ მუშახელის და კონკრეტული კვალიფიკაციის სპეციალისტების, რომელთაც შეუძლიათ, ამ დარგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. კვლევამ გვაჩვენა, რომ ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების რაოდენობა სხვადასხვა მიმართულებით 14 400 უნდა იყოს. თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ პროცესები ახლა დაიწყო და გარკვეული გარდამავალი ეტაპებია საჭირო. შესაბამისად, წელს ვაპირებთ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 21 000-ზე მეტ ადგილზე გამოვაცხადოთ მიღება", - განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ერთიანად არ მოხდეს შემცირება და პროცესები გარდამავალ პერიოდში განხორციელდეს, წელს დაახლოებით 35%-ით მეტ ადგილზე გამოცხადდება მიღება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ჩატარება აუცილებელია. მისი განცხადებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება, რათა რეფორმის შედეგები და კვოტების განსაზღვრა პირდაპირ კავშირში იყოს ბაზრის მოთხოვნებთან.

 





მსგავსი სიახლეები
ლევან მეხუზლა: კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან
დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება -გივი მიქანაძე
თბილისის აეროპორტმა აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ხუთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 60 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ნომინანტია
მიხეილ სარჯველაძე: „სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
24 თებერვალის ამინდის პროგნოზი
გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, სადაც საქართველო 4 პარამეტრიდან 3 პარამეტრში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა რეგიონში - მიხეილ დუნდუა
„მეთოდოლოგია უნდა დაიხვეწოს, სამართლიანად უნდა გაიცეს ეს თანხა, რომ მართლა ღარიბებმა მიიღონ“ - ჯანდაცვის ექსპერტი ანდრია ურუშაძე
3400 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს
,,თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს რომელიმე უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ''- სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესს განმარტავს
სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია - გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ -კახა კალაძე
რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს
23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,,პირველი მარტიდან უცხოელმა, ვისაც სურს საქართველოში დასაქმება, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვოს''- ალექსანდრე დარახველიძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართავს
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა