დეზინფორმაცია რა იყო, რომელიც აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს? შეგიძლიათ მითხრათ? - კახა კალაძე "იმედისა"და "პოსტვ"-ის დასანქცირებაზე

აწესებენ სანქციებს, იღებენ არაფრისმთქმელ რეზოლუციებს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს. მხოლოდ არასამართლიან დამოკიდებულებას, მუქარასა და შანტაჟს ვხედავთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი ბიუროკრატების მოწოდება, რომ „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და პარტიის ლიდერები დაასანქცირონ, არის უსამართლო დამოკიდებულება.

„რამდენჯერ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ ჩვენ? ამდენი წელია, ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან, აწესებენ სანქციებს, იღებენ არაფრისმთქმელ რეზოლუციებს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს და არის მხოლოდ არასამართლიანი დამოკიდებულება, მუქარა, შანტაჟი. ეს არის სამწუხარო რეალობა. ევროპული ბიუროკრატია ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე შეიცვლება", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების, „იმედისა" და „პოსტივის" დასანქცირებას, დედაქალაქის მერის თქმით, არც ამ შემთხვევაში აქვთ არგუმენტი.

„ჩემთვის არაფერს ნიშნავს, დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას - არა. წლების წინ, მახსოვს, როდესაც უცხოელი ბიუროკრატი საქართველოზე რამეს იტყოდა, რაც არ უნდა სისულელე ეთქვა, სრულ ჭეშმარიტებად ითვლებოდა. ასეთი დამოკიდებულება არსებობდა. დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაშიც, მსოფლიოშიც. ტელევიზიებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, არასამართლიანი დამოკიდებულებაა. სიღრმეებში თუ ჩავალთ, დავინახავთ, რომ არგუმენტი არ არსებობს. საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულება პირველად არ აქვთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე. ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც პატივს ვცემთ, თუმცა მათაც უნდა სცენ პატივი ჩვენს სუვერენიტეტს. რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი" და „პოსტივი" დაასანქცირა.

 





მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
,,რუსეთთან ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ''- ლევან მახაშვილი
,,რუსეთთან კონფლიქტი არის ის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება უნდოდეს''- იან პრაუდი
დეზინფორმაცია რა იყო, რომელიც აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს? შეგიძლიათ მითხრათ? - კახა კალაძე "იმედისა"და "პოსტვ"-ის დასანქცირებაზე
დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "პუტინმა კიევი სამ დღეში აიღო", ეს ბევრს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა ამ დროის განმავლობაში -ზელენსკი
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
ყოფილ "ნაცებთან", მოქმედ "ნაცებთან" და მათ განშტოებებთან არც გაერთიანებას და არც თანამშრომლობას არ ვაპირებთ -გიგა ფარულავა
2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ვიწყებთ რეგიონულ ცენტრებში წარმომადგენლობების გახსნას -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
მიუხედავად შემოტევებისა, სიცრუისა, შანტაჟისა, ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება -კახა კალაძე
ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც უკრაინაში ხდება - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს -კახა კალაძე
"უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის"-საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ
ჩვენი ჩამოსარეცხია „რუსული ოცნების“ სისასტიკე, არაადამიანობა, სირცხვილი და ქვეყნის ინტერესების ღალატი, დასანქცირება პატარა ფასია, რისი გადახდაც "ქართულ ოცნებას“ ამისთვის მოუწევს - ელენე ხოშტარია
ტელეკომპანია "იმედი" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა
ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაიხვეწოს პროფესიული განათლება და ამაღლდეს ხარისხი -ირაკლი კობახიძე
შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, გამოიკითხა 12 500 საწარმო, ასევე ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნაზე -ირაკლი კობახიძე
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად-ირაკლი კობახიძე
დიდმა ბრიტანეთმა იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა
,,ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა''- მაკა ბოჭორიშვილი