ლევან მეხუზლა: კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან

 

ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმებით საქართველომ კიდევ უფრო უნდა გაიმყაროს პოზიციები და საერთაშორისო ბაზარზე თავი დაიმკვიდროს როგორც პრემიუმ ღვინის მწარმოებელმა ქვეყანამ. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა და გულისხმობს ხარისხიანი მოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რადგან ღვინის ხარისხის სწორედ ვენახში იწყება, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

ლევან მეხუზლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.

„ამ ეტაპზე ვენახების მასიური გაშენების ტემპი შენელებულია. ბოლოს წლების სტატისტიკით, ყოველწლიურად, 500 ჰექტრამდე ფართობი ახალი ვენახი შენდება. ამ მონაცემზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება შეეხება დაახლოებით 100-მდე პირს. ვინც ახლა აშენებს ვენახს, უნდა გააცნობიეროს, რომ ვენახი არის მომავლის ინვესტიცია და გაშენება სწორად უნდა დაიგეგმოს", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

„მოხმარების შემცირება განსაკუთრებით შეეხო დაბალ საფასო კატეგორიის ღვინოებს; მდგომარეობა უფრო სტაბილურია პრემიუმ სეგმენტში. იმისთვის, რომ მოსავალი იყოს ხარისხიანი, ვაზის ნერგი, ნიადაგი, გაშენების ადგილმდებარეობა, გაშენების პროექტი, ეს ყველაფერიც უნდა იყოს ხარისხთან შესაბამისი. სახელმწიფო დიდ რესურსს ხარჯავს დარგის განვითარებაზე და ვისაც სურს ამ მხარდაჭერით სარგებლობა, უნდა გაითვალისწინოს ჩვენი შესაბამისი რეკომენდაციები", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებებით თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის გაცემის ცნება.

 

 





მსგავსი სიახლეები
ლევან მეხუზლა: კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან
დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება -გივი მიქანაძე
თბილისის აეროპორტმა აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ხუთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 60 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ნომინანტია
მიხეილ სარჯველაძე: „სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
24 თებერვალის ამინდის პროგნოზი
გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, სადაც საქართველო 4 პარამეტრიდან 3 პარამეტრში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა რეგიონში - მიხეილ დუნდუა
„მეთოდოლოგია უნდა დაიხვეწოს, სამართლიანად უნდა გაიცეს ეს თანხა, რომ მართლა ღარიბებმა მიიღონ“ - ჯანდაცვის ექსპერტი ანდრია ურუშაძე
3400 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს
,,თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს რომელიმე უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ''- სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესს განმარტავს
სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია - გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ -კახა კალაძე
რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს
23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,,პირველი მარტიდან უცხოელმა, ვისაც სურს საქართველოში დასაქმება, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვოს''- ალექსანდრე დარახველიძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართავს
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა