,,რუსეთთან ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ''- ლევან მახაშვილი

 

როდესაც გეუბნებიან, დააწესე ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ, კონკრეტულ შედეგებში ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურ ომს უცხადებ რუსეთს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის თქმით, უკრაინის ომიდან ოთხი წელი გავიდა და ყველამ დაინახა ვინ, რომელი ქვეყანა რას აკეთებდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი რეგიონები კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ არის და გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევებია ამ მიმართულებით, იმის გათვალისწინებით რა შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას, რა საფრთხეების, რისკის წინაშე დგას, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე შეეძლო რომ გაეკეთებინა ჩვენს ქვეყანას.

წავიდა იმაზე მეტ რისკზე, ვიდრე შესაძლოა ჩვენნაირი ტიპის, ჩვენნაირი გამოწვევების სახელმწიფო წასულიყო ამ რისკზე და წავიდა ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, უკრაინელების მხარდაჭერის გამო. ჩემმა კოლეგებმაც აღნიშნეს, ეს არც ზელენსკის, არც ბრიტანეთის ან რომელიმე ევროპული სახელმწიფოს გამო, უკრაინელების გამო, ოღონდ მეორე მხარეს დევს რაღაც ზღვარი. ზღვარი, რომლის იქითაც შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი დადგეს საქართველოს მოსახლეობისთვის.
თავი რომ დავანებოთ მეორე ფრონტის გახსნას, რომელიც ყბადაღებული თემაა, მაგრამ ძალიან მარტივია, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ დააწესე ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ, კონკრეტულ შედეგებში ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ შენ, ქვეყანა ეკონომიკურ ომს უცხადებ რუსეთს. პირდაპირ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ, ოკუპირებული აქვთ ჩვენი რეგიონები, მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევებს გვიქმნის და რას ვაკეთებთ - ეკონომიკურ ომს ვუცხადებთ რუსეთს. თან როდის, არც ევროკავშირის წევრები ვართ, რომ რაღაც დაცვა გვქონდეს ეკონომიკური სოლიდარობის ნაწილში, არც ნატო-ს წევრი სახელმწიფო ვართ", - აღნიშნა მან.

ლევან მახაშვილის თქმითვე, ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ და ეს ჩვენ გავლილი გვაქვს.

„ეს არის ყველაზე გასაოგნებელი, განსაკუთრებით ამ ელჩებზეა საუბარი იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ მათ ძალიან კარგად ესმით ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც საქართველო ფაქტობრივად გადარჩენისთვის იბრძვის და ის სიმძიმე, რა სიმძიმეც გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ გაიარა. ამიტომ არის დასანანი, რომ დღემდე მათგან გვესმის ეს განცხადებები. მე აღარ მრჩება აღარანაირი კითხვის ნიშანი გარდა იმისა, რომ ისიც და როგორც ჩანს მისი ქვეყნებიც შეგნებულად მოუწოდებენ საქართველოს, რომ წავიდეს ეკონომიკურ ომზე რუსეთთან. ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ და ეს ჩვენ გავლილი გვაქვს. ამიტომ ვამბობთ, მეორე ფრონტი, აგდებულად რომ საუბრობენ ვინ გეუბნებოდათ მეორე ფრონტზე, უკაცრავად მაგრამ როდესაც ეკონომიკურ ომს უცხადებ რუსეთს, როდესაც საზღვრებს უკეტავ, ცას კეტავ, მებრძოლ მოხალისეებს აგზავნი სამთავრობო თვითმფრინავებით უკრაინაში, რას აკეთებ აბა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ლარსზე შეგვხდებიან, ხელს ჩამოგვართმევენ, ყავას ერთად დავლევთ და დავიშლებით ბედნიერად? რა თქმა უნდა, ეს არის სამხედრო ესკალაციისკენ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგმული, რომლის დასასრული კარგად ვიცით. ეს გზა ტაძრამდე ნამდვილად არ მიიყვანს ამ ქვეყანას", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წლისთავზე საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ. სამი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდნენ.

 

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა საქართველოში ესტონეთის ელჩს
,,ომი უკრაინაში: ოთხი წლის შედეგები და დასრულების პერსპექტივები'' - ავთანდილ წულაძე
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
,,რუსეთთან ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ''- ლევან მახაშვილი
,,რუსეთთან კონფლიქტი არის ის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება უნდოდეს''- იან პრაუდი
დეზინფორმაცია რა იყო, რომელიც აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს? შეგიძლიათ მითხრათ? - კახა კალაძე "იმედისა"და "პოსტვ"-ის დასანქცირებაზე
დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "პუტინმა კიევი სამ დღეში აიღო", ეს ბევრს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა ამ დროის განმავლობაში -ზელენსკი
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
ყოფილ "ნაცებთან", მოქმედ "ნაცებთან" და მათ განშტოებებთან არც გაერთიანებას და არც თანამშრომლობას არ ვაპირებთ -გიგა ფარულავა
2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ვიწყებთ რეგიონულ ცენტრებში წარმომადგენლობების გახსნას -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
მიუხედავად შემოტევებისა, სიცრუისა, შანტაჟისა, ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება -კახა კალაძე
ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც უკრაინაში ხდება - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს -კახა კალაძე
"უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის"-საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ
ჩვენი ჩამოსარეცხია „რუსული ოცნების“ სისასტიკე, არაადამიანობა, სირცხვილი და ქვეყნის ინტერესების ღალატი, დასანქცირება პატარა ფასია, რისი გადახდაც "ქართულ ოცნებას“ ამისთვის მოუწევს - ელენე ხოშტარია
ტელეკომპანია "იმედი" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა
ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაიხვეწოს პროფესიული განათლება და ამაღლდეს ხარისხი -ირაკლი კობახიძე
შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, გამოიკითხა 12 500 საწარმო, ასევე ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნაზე -ირაკლი კობახიძე
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად-ირაკლი კობახიძე
დიდმა ბრიტანეთმა იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა