"არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის"- მაკა ბოჭორიშვილი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბრისას სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე გააკეთა კომენტარი. მინისტრის შეფასებით, ბოლო დღეებში ადგილი ჰქონდა მცდელობას, დაწესებულიყო სანქციები ქართული ორგანიზაციების მიმართ.

"ეს არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ მცდელობა, დასანქცირებულიყო რაიმე ქართული. იყო საუბარი ქართული პორტის სანქცირებაზე, რაც თავიდან იქნა აცილებული ერთადერთი მიზეზით, არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის, მაშინ როდესაც საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც აქვს აღებული სანქციების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით,"-განაცხადა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა ტელევიზიების დასანქცირების საკითხს.

"რაც შეეხება ტელევიზიების დასანქცირებას, წარმოუდგენელია, როდესაც ერთი მხრივ თავისუფალი სიტყვის ადვოკატი ხარ, ხოლო მეორეს მხრივ ერჩი ტელევიზიას და თან არგუმენტად მოგყავს, რომ ეს ტელევიზიები პოპულარულია, ჰყავთ მაყურებელი და ჰყავთ გამზიარებლები," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, რადგან ვიცით გერმანიის ფასი. არ შეიძლება, გერმანია იყოს ფიშერი
"არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის"- მაკა ბოჭორიშვილი
,,ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, რომ გვინდა ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, ერთიან საქართველოში ცხოვრება''- მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა საქართველოში ესტონეთის ელჩს
,,ომი უკრაინაში: ოთხი წლის შედეგები და დასრულების პერსპექტივები'' - ავთანდილ წულაძე
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
,,რუსეთთან ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ''- ლევან მახაშვილი
,,რუსეთთან კონფლიქტი არის ის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება უნდოდეს''- იან პრაუდი
დეზინფორმაცია რა იყო, რომელიც აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს? შეგიძლიათ მითხრათ? - კახა კალაძე "იმედისა"და "პოსტვ"-ის დასანქცირებაზე
დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "პუტინმა კიევი სამ დღეში აიღო", ეს ბევრს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა ამ დროის განმავლობაში -ზელენსკი
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
ყოფილ "ნაცებთან", მოქმედ "ნაცებთან" და მათ განშტოებებთან არც გაერთიანებას და არც თანამშრომლობას არ ვაპირებთ -გიგა ფარულავა
2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ვიწყებთ რეგიონულ ცენტრებში წარმომადგენლობების გახსნას -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
მიუხედავად შემოტევებისა, სიცრუისა, შანტაჟისა, ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება -კახა კალაძე
ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც უკრაინაში ხდება - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს -კახა კალაძე
"უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის"-საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ
ჩვენი ჩამოსარეცხია „რუსული ოცნების“ სისასტიკე, არაადამიანობა, სირცხვილი და ქვეყნის ინტერესების ღალატი, დასანქცირება პატარა ფასია, რისი გადახდაც "ქართულ ოცნებას“ ამისთვის მოუწევს - ელენე ხოშტარია
ტელეკომპანია "იმედი" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა
ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაიხვეწოს პროფესიული განათლება და ამაღლდეს ხარისხი -ირაკლი კობახიძე