,,ტელეკომპანიების დასანქცირება იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე ხორციელდება''- მიხეილ ყაველაშვილი
ღიმილის მომგვრელია თუ რა მიზეზით მოხდა დასანქცირება. არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე, რომელიც ამას სერიოზულად შეხედავს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა", ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა" და „POSTV"-ის დასანქცირების შესახებ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ტელეკომპანიების დასანქცირება იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე ხორციელდება.
„ის რომ აზიანებდა „იმედი" და „პოსტვ" უკრაინაში განწყობებს და ამის მიხედვით იქმნებოდა ქაოსი, არ ვიცი ეს რას შევადარო, თუმცა ერთია, რომ ამას ჩვენ ღიმილით ვხვდებით, მაგრამ მეორე, ჩვენ ხომ ვიცით რატომ აკეთებენ ამას, ეს არის გაგრძელება იმ ჯაჭვის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ხელისუფლებაზე, რიგით მოქალაქეებზე, მთლიანად ჩვენს ეროვნულ ინტერესზე. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რადგან ეს ტელევიზიები საკმაოდ პოპულარულია და აქვს ნდობა ჩვენს საზოგადოებას, ბევრი იფიქრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის თუ რატომ ხდება „იმედისა" და „POSTV"-ის დასანქცირება, მომზადებულია ამდაგვარი ნაბიჯებისთვის, მაგრამ აუცილებელია ამაზე პასუხის გაცემა.
„„იმედის" პასუხი მე მგონი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ მთავარი არის ჩვენი მაყურებელი, მთავარი არის ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები და მათი შეფასებები. ყველა ვხედავთ როგორ მუშაობს დღეს ჩვენთან მედიასივრცე და „იმედი" არის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია, „პოსტვიც" იკრებს თავის რეიტინგებს და სხვა ტელევიზიებიც. რომ ასანქცირებ, სხვა ქვეყნის მთავრობა საქართველოში მოქმედ მედია კომპანიებს, ეს არის ის გაგრძელება, რაზეც ვისაუბრეთ და მე მგონი იმდენად არის ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება, რომ არ უკვირს, თუმცა რეაგირება აუცილებელია, პასუხის გაცემა აუცილებელია. ჩვენ ვიცით რატომ კეთდება ეს, მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, მომზადებულია ამდაგვარი ნაბიჯებისთვის. „ბიბისის" ფილმსაც იგივე დანიშნულება ჰქონდა, რომ აქ გამოიწვიონ არეულობა, ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და ეს პროცესი მიმდინარეობს. არ უნდა გაგვიკვირდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
25 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს
25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ტელეკომპანიების დასანქცირება იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე ხორციელდება''- მიხეილ ყაველაშვილი
25 თებერვალის ამინდის პროგნოზი
ლევან მეხუზლა: კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან
დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება -გივი მიქანაძე
თბილისის აეროპორტმა აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ხუთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 60 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ნომინანტია
მიხეილ სარჯველაძე: „სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
24 თებერვალის ამინდის პროგნოზი
გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, სადაც საქართველო 4 პარამეტრიდან 3 პარამეტრში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა რეგიონში - მიხეილ დუნდუა
„მეთოდოლოგია უნდა დაიხვეწოს, სამართლიანად უნდა გაიცეს ეს თანხა, რომ მართლა ღარიბებმა მიიღონ“ - ჯანდაცვის ექსპერტი ანდრია ურუშაძე
3400 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს
,,თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს რომელიმე უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ''- სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესს განმარტავს
სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია - გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ -კახა კალაძე
რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს
23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი