25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე
საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. დღე, როდესაც თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.
ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ სამოცდაათი წელი გასტანა.
საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.
23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.
1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.
კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი (აგებული 1897 წ.) 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს.
2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.
25 თებერვალი, 1921წ.
თოვდა და თბილის ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
კოლაუ ნადირაძე
მსგავსი სიახლეები
შეეშვან საქართველოს ჩათრევას ომში, ჩავუგდებ რუკას ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებს, სად გადის ფრონტის ხაზი, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ -შალვა პაპუაშვილი
რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა -ირაკლი კობახიძე
ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ სანქციები, მათთვის არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი-პრემიერი
პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა -ირაკლი კობახიძე
საბჭოთა მმართველობამ საქართველოს სახელმწიფოს განვითარება შეაფერხა, თუმცა ვერ აღმოფხვრა ხალხის მისწრაფება, იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში -ევროკავშირის წარმომადგენლობა
არ დამითმია ტელეკომპანია "პოსტივის" წილი, ამის გაკეთებას არც ვაპირებ -ვიქტორ ჯაფარიძე
25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, რადგან ვიცით გერმანიის ფასი. არ შეიძლება, გერმანია იყოს ფიშერი
"არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის"- მაკა ბოჭორიშვილი
,,ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, რომ გვინდა ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, ერთიან საქართველოში ცხოვრება''- მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა საქართველოში ესტონეთის ელჩს
,,ომი უკრაინაში: ოთხი წლის შედეგები და დასრულების პერსპექტივები'' - ავთანდილ წულაძე
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
,,რუსეთთან ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ''- ლევან მახაშვილი
,,რუსეთთან კონფლიქტი არის ის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება უნდოდეს''- იან პრაუდი
დეზინფორმაცია რა იყო, რომელიც აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს? შეგიძლიათ მითხრათ? - კახა კალაძე "იმედისა"და "პოსტვ"-ის დასანქცირებაზე
დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "პუტინმა კიევი სამ დღეში აიღო", ეს ბევრს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა ამ დროის განმავლობაში -ზელენსკი
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
ყოფილ "ნაცებთან", მოქმედ "ნაცებთან" და მათ განშტოებებთან არც გაერთიანებას და არც თანამშრომლობას არ ვაპირებთ -გიგა ფარულავა
2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ვიწყებთ რეგიონულ ცენტრებში წარმომადგენლობების გახსნას -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"