არ დამითმია ტელეკომპანია "პოსტივის" წილი, ამის გაკეთებას არც ვაპირებ -ვიქტორ ჯაფარიძე
ტელეკომპანია „პოსტივის" ჩემი წილი არ დამითმია და ამის გაკეთებას არც ვაპირებ. ტელეარხი ემსახურება სიმართლეს და ჩემი მხარდაჭერა სულ ექნება, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძეს გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ტელეკომპანია „პოსტივის" წილი დათმო.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის მისი კუთვნილი წილი მართვაში გადასცა კონკრეტულ პირს, რათა მისი საქმიანობა წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს კანონმდებლობასთან.
„მინდა, გამოვეხმაურო ზოგიერთი ე.წ. მედიასაშუალებისა და ე.წ. ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს დავთმე ჩემი კუთვნილი წილი ტელეკომპანია „პოსტივიში" და თითქოს ეს გავაკეთე, რადგან წინასწარ მქონდა ინფორმაცია ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიის მოსალოდნელ დასანქცირებაზე. პირველ რიგში, მკაფიოდ მინდა, განვაცხადო, რომ არ დამითმია ტელეკომპანია „პოსტივის" ჩემი წილი, ამის გაკეთებას არც მომავალში ვაპირებ, რადგან მიმაჩნია, რომ მოცემული ტელეარხი ემსახურება სიმართლეს. ამიტომაც მას ჩემი მხარდაჭერა სულ ექნება. სინამდვილეში, ვინაიდან ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და არ მაქვს უფლება, ვმართავდე ბიზნესს (აქვე აღვნიშნავ, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში არც არასდროს ჩავრეულვარ), როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, ტელეკომპანიის ჩემი კუთვნილი წილი მხოლოდ და მხოლოდ მართვაში გადავეცი კონკრეტულ პირს, რათა ჩემი საქმიანობა არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-10 მუხლი). ამიტომ, მინდა, აღვნიშნო, რომ სრული სიცრუე და საფუძველს მოკლებულია რადიკალების სიხარული, თითქოს ტელეკომპანია „პოსტივის" წილს აღარ ვფლობ. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ამ წილის დათმობას არც მომავალში ვაპირებ. აქვე, სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის მიმართ, ვისაც ურთულეს პირობებში უწევს, ემსახუროს სიმართლეს და ამას ნამდვილად ღირსეულად აკეთებენ", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი" და „პოსტივი" დაასანქცირა.
მსგავსი სიახლეები
შეეშვან საქართველოს ჩათრევას ომში, ჩავუგდებ რუკას ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებს, სად გადის ფრონტის ხაზი, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ -შალვა პაპუაშვილი
რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა -ირაკლი კობახიძე
ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ სანქციები, მათთვის არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი-პრემიერი
პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა -ირაკლი კობახიძე
საბჭოთა მმართველობამ საქართველოს სახელმწიფოს განვითარება შეაფერხა, თუმცა ვერ აღმოფხვრა ხალხის მისწრაფება, იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში -ევროკავშირის წარმომადგენლობა
არ დამითმია ტელეკომპანია "პოსტივის" წილი, ამის გაკეთებას არც ვაპირებ -ვიქტორ ჯაფარიძე
25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, რადგან ვიცით გერმანიის ფასი. არ შეიძლება, გერმანია იყოს ფიშერი
"არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის"- მაკა ბოჭორიშვილი
,,ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, რომ გვინდა ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, ერთიან საქართველოში ცხოვრება''- მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა საქართველოში ესტონეთის ელჩს
,,ომი უკრაინაში: ოთხი წლის შედეგები და დასრულების პერსპექტივები'' - ავთანდილ წულაძე
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
,,რუსეთთან ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ''- ლევან მახაშვილი
,,რუსეთთან კონფლიქტი არის ის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება უნდოდეს''- იან პრაუდი
დეზინფორმაცია რა იყო, რომელიც აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს? შეგიძლიათ მითხრათ? - კახა კალაძე "იმედისა"და "პოსტვ"-ის დასანქცირებაზე
დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "პუტინმა კიევი სამ დღეში აიღო", ეს ბევრს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა ამ დროის განმავლობაში -ზელენსკი
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
ყოფილ "ნაცებთან", მოქმედ "ნაცებთან" და მათ განშტოებებთან არც გაერთიანებას და არც თანამშრომლობას არ ვაპირებთ -გიგა ფარულავა
2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ვიწყებთ რეგიონულ ცენტრებში წარმომადგენლობების გახსნას -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"