"საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის ბიზნესფორუმს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით ცნობილი კახეთი მასპინძლობს"-TRT

თურქეთის ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომპანიის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის ბიზნესფორუმს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით ცნობილი კახეთი მასპინძლობს“, რომელშიც გადმოცემული და განხილულია სამი მეზობელი ქვეყნის ბიზნესმენთა შეხვედრის მიზნები და ურთიერთობების პროგრამა.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი - რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის უძლიერესი აქტორები - კვლავ იკრიბებიან სავაჭრო ბრუნვის გასაზრდელად და სტრატეგიული პროექტების განსახილველად.

 

ეკონომიკური სამიტი ისტორიულ წინანდალში


ტრადიციად ქცეული საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის ბიზნესფორუმი წელს 26 თებერვალს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით ცნობილ კახეთის რეგიონში ჩატარდება - თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე, მეღვინეობის კულტურით ცნობილ საკულტო სოფელ წინანდალში გაიმართება. ეს პრესტიჟული ადგილი სამი ქვეყნის მაღალი რანგის ბიუროკრატებისა და ბიზნესსამყაროს ლიდერების მასპინძლობისთვის ემზადება.

 

მონაწილეთა პროფილი და დღის წესრიგის საკითხები


ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამი ქვეყნის შესაბამისი სამინისტროებისა და საჯარო უწყებების ხელმძღვანელები, ასევე ენერგეტიკის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების სექტორში მოღვაწე მრავალი ბიზნესმენი.

 

სამიტზე განსახილველი ძირითადი თემებია:

 

ა) რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები: რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი გლობალური ეკონომიკური ცვლილებების შუქზე;

 

ბ) სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები: ენერგეტიკული ხაზებისა და სატრანსპორტო დერეფნების არსებული მდგომარეობა და ახალი ინვესტიციები.

 

გ) თანამშრომლობის შესაძლებლობები: ადგილობრივ ბიზნესწრეებს შორის ახალი პარტნიორობის დამყარება და სავაჭრო ბარიერების მოხსნა.

 

სტრატეგიული პარტნიორობის ახალი რგოლი


ეს ფორუმი მხოლოდ საქმიანი შეხვედრა არ არის; იგი განიხილება, როგორც მცდელობა იმ სამმხრივი ალიანსის ეკონომიკური საყრდენის კიდევ უფრო განსამტკიცებლად, რომელიც ისეთი გიგანტური პროექტებითაა გამყარებული, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ყარსი.

 

კახეთის რეგიონის შერჩევა იძლევა მკაფიო სიგნალს იმისა, რომ წლევანდელ მოლაპარაკებებში პრიორიტეტული შესაძლოა იყოს ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ფორუმის დასრულების შემდეგ ხელმოსაწერმა შესაძლო ურთიერთგაგების მემორანდუმებმა შესაძლოა ახალი იმპულსი შესძინოს რეგიონში თავისუფალი ვაჭრობის ხედვას.

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"ომი ირანში: პოლიტიკური გამოცდა როგორც იზოლაციონისტ ჯეიმს ვენსისათვის, ასევე ინტერვენციონისტ მარკო რუბიოსათვის" -Le Monde
"ომი ირანში: ყველაზე საშიში ისაა, რომ დონალდ ტრამპმა თვითონაც არ იცის, რა სურს"-უცხოური პრესა
"რას ნიშნავს ირანის წინააღმდეგ ომი უკრაინისათვის: რადგან მოკავშირეთა ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა გადატანილი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება იარაღის გარეშე დარჩეს"-The Daily Telegraph
"ომი, რომლის შედეგები არავინ არ იცის"-BBC
"ტრამპი უკრაინას აფრთხილებს: რუსეთის ნავთობობიექტებზე დარტყმები ამერიკულ ინვესტიციებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს"-The Daily Telegraph
"დონალდ ტრამპის პირადი გაერო: ევროპის დემოკრატიას „მშვიდობის საბჭოსთან“ ურთიერთობის სტრატეგია სჭირდება"-Financial Times
"საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის ბიზნესფორუმს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით ცნობილი კახეთი მასპინძლობს"-TRT
"ევროპა - პუტინის მომდევნო თავდასხმის ობიექტი: რატომ იხედება რუსეთის ლიდერი უკრაინის გადაღმა და შეძლებს თუ არა ევროპა საკუთარ თავდაცვას აშშ-ის დახმარების გარეშე"-The New Statesman
"ზელენსკის თქმით, "პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. მისი შეჩერება აუცილებელია": კიდევ რა უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა BBC-ის კორესპონდენტს"
"აშშ დაბეჯითებით მოუწოდებს ნატოს მასშტაბური გადატვირთვისა და ერაყში მისიის დასრულებისკენ"-Politico
"საით მიდიხარ, ევროპა?" -Daily Sabah
"გერმანიასა და საფრანგეთს შორის უთანხმოება დაუშვებელია"-Sueddeutsche Zeitung
"ჩრდილოეთის ნაკადების“ აღდგენა ჯერ კიდევ შეიძლება"-Berliner Zeitung
"რამდენად შესაძლებელია ჟენევაში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გარიგების მიღწევა?"-The Economist
"მგზავრობა უკრაინის ანტიდრონულ დერეფნებში"-New Stetesman
"მადუროს დამხობის შემდეგ ჰავანის კომუნისტური რეჟიმის ბედი დონალდ ტრამპის წყალობაზეა დამოკიდებული"-The Daily Telegraph
"ტრამპის მმართველობის შემდეგ აშშ-ის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია"-Financial Times
"რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხე"-The Malta Independent
"მრავალპოლუსიანობის კრიზისი: როგორ იცვლება რუსეთის პოზიციები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ და რა კავშირი აქვს მათთან დონალდ ტრამპს"-BBC
სამხედრო სიმულაციამ, რომელიც ლიეტუვაში რუსეთის შეჭრას მოდელირებდა, ნატოს პოტენციური მოუმზადებლობა გამოავლინა -The Wall Street Journal