,, უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გავგზავნით''- ორბანი

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გააგზავნის. უნგრული მედიის ცნობით, ამის შესახებ ორბანმა თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ახალ ქმედებებს გეგმავს, რითაც უნგრეთის ენერგოსისტემას ახალ ზიანს მიაყენებს და ის საპასუხო ზომებს მიიღებს.

„მე გავცემ განკარგულებას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ჩვენ ენერგეტიკულ ობიექტებთან სამხედროებს და საჭირო საშუალებებს განვალაგებთ, რათა თავდასხმების პრევენცია მოხდეს. პოლიცია იმორიგევებს კონკრეტულ ელექტროსადგურებთან, გამანაწილებელ სადგურებთან და სადისპეტჩერო ცენტრებთან", - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში დრონების გამოყენება აიკრძალება.

მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა", რომლითაც უნგრეთს რუსული ნავთობი მიეწოდება, რუსეთის თავდასხმის შედეგად არ დაზიანებულა და უკრაინამ პოლიტიკური მოტივებით შეაჩერა რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთში, რათა მხარი დაუჭიროს უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებში ოპოზიციას. მისივე თქმით, ამის გამო ბუდაპეშტი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემუშავებული სანქციების მეოცე პაკეტისა და კიევისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის ბლოკირებას.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით უკმაყოფილო ვარ''- დონალდ ტრამპი
The Independent: ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ზელენსკის მრჩეველი გახდა
POLITICO: სტარმერის პრემიერობა კვდება - არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის
ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან თავისი პერსონალი გაიყვანა
ლონდონის ცენტრში უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება უცნობმა პირმა გრაფიტით შეღება
ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ ირანში მოგზაურობას
ისრაელში აშშ-ს საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს
პაკისტანმა ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა
უკრაინა ომს აგებს. მოსკოვი თავისი უპირატესობით სარგებლობს და კიევმა მშვიდობის სანაცვლოდ მიწა უნდა დათმოს -Foreign Affairs
ChatGPT-ში რუსი პროპაგანდისტები დავბლოკეთ -OpenAI
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის სალაროდან 141 000 აშშ დოლარი მოიპარეს
დონალდ ტრამპი რობერტ დე ნიროსა და ორ დემოკრატ კონგრესმენს ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება
ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ,მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
რუსეთმა უკრაინას ათასი სამხედროს ცხედარი გადასცა
ჟენევაში ირანისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები
,,ტრამპი ირანთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტის კვლავავ დიპლომატიური გზით ამჯობინებს''- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
"ჩვენს არჩევნებში თაღლითობა ფართოდ არის გავრცელებული, ის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა" - დონალდ ტრამპი
,, უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გავგზავნით''- ორბანი
,,თავს საინფორმაციო ბრძოლაში წაგების უფლებას ვერ მივცემთ, ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება''- კაია კალასი