ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის ის წესრიგი, რომელზედაც ჩვენ გავიზარდეთ -ბიძინა გიორგობიანი

დიდმა ბრიტანეთმა გუშინვე ამოიღო სასანქციო სიიდან ნავთობსადენი „დრუჟბა" და თვითონ ვაჭრობენ [რუსეთთან]. საქართველომ რა ხაზინა უნდა შეუვსოს რუსეთს, რამდენი კონტეინერი ღვინო გადის რუსეთში, ალბათ სულ ეს არის და იქიდან ჩვენ ვიღებთ ენერგო მატარებლებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა იმ ელჩების განცხადებების შეფასებისას, რომლებიც საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ.

მისი შეფასებით, ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს მოტივი, რომ საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები აამოქმედონ. მისივე თქმით, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა, ქართველმა ხალხმა ამ პერიოდში ძალიან ბევრი ისწავლა და მათთვის ამა თუ იმ ელჩის განცხადებას „შოკის ეფექტი" აღარ აქვს.

„ეს არის უბრალოდ საბაბი იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ რაღაცა სანქციები, სადამსჯელო მეთოდები. ისინი მიყვებიან იმ დღის წესრიგს, რომელიც ჰქონდათ, ახალი ვერ მოიგონეს. საქართველოს მოსახლეობა ძალიან გამოიბრძმიდა ბოლო წლებში, მით უმეტეს, როდესაც ჩვენს სახეზე გვაქვს უკრაინის ტრაგიკული მაგალითი. ძალიან ბევრი რამე ისწავლა საქართველოს მოსახლეობამ და საქართველოს პოლიტიკური კლასი ძალიან დაბრძენდა. მხედველობაში არ მაქვს ქვეყნის მეხუთე კოლონა, რომელსაც უხარია ბრიუსელის ბიუროკრატიის თუ დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი. ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ ძალიან ბევრი ისწავლა და საქართველოს მოსახლეობაზე შოკის ეფექტი აღარ აქვს ამას, რომ ვაიმე, ბრიტანეთის ელჩმა ასე თქვა, იმ ელჩმა ისე და ა.შ. თქვენ ნახეთ ალბათ ესტონეთის ელჩი, რომელიც მივიდა უმაღლეს სასწავლებელში და ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის გარეშე საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერია. ამას ჩვენ შევეჩვიეთ და უკვე საზოგადოება სხვანაირად აღიქვამს. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის აღარც ღირებულებები ძალაში, აღარ არის არც ის წესრიგი, რომელზედაც ჩვენ გავიზარდეთ და რომელიც ჩვენ გვეგონა, რომ მარადიული იყო - მოიშალა და მოირღვა ყველაფერი ერთად. ვიდრე არ შეიქმნება დიდი სახელმწიფოების მიერ ახალი წესრიგი და ახალი თამაშის წესები, მანამდე ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენ ეს ისტორიულად გაგვიკეთებია და გავაკეთებთ კიდევაც წარმატებით", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის ის წესრიგი, რომელზედაც ჩვენ გავიზარდეთ -ბიძინა გიორგობიანი
საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ სრულად მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, კერძოდ, როცა საქმე ეხება შემზღუდავ ზომებს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში -ემერიკ დიუპონი
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ
25 თებერვლის გახსენება ადასტურებს რწმენას, რომ მხოლოდ პასუხისმგებლიანი დიალოგით გამყარებულ ერთიანობას შეუძლია თავიდან აიცილოს წარსულის ტრაგედიების დაბრუნება -საფრანგეთის საელჩო
არავის შევალახინებთ მედიის თავისუფლების ძირითად უფლებას, ეს უფლება დაცული იქნება თითოეული ჟურნალისტისთვის-ირაკლი კობახიძე
შეეშვან საქართველოს ჩათრევას ომში, ჩავუგდებ რუკას ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებს, სად გადის ფრონტის ხაზი, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ​ -შალვა პაპუაშვილი
რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა -ირაკლი კობახიძე
ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ სანქციები, მათთვის არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი-პრემიერი
პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა -ირაკლი კობახიძე
საბჭოთა მმართველობამ საქართველოს სახელმწიფოს განვითარება შეაფერხა, თუმცა ვერ აღმოფხვრა ხალხის მისწრაფება, იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში -ევროკავშირის წარმომადგენლობა
არ დამითმია ტელეკომპანია "პოსტივის" წილი, ამის გაკეთებას არც ვაპირებ -ვიქტორ ჯაფარიძე
25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, რადგან ვიცით გერმანიის ფასი. არ შეიძლება, გერმანია იყოს ფიშერი
"არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის"- მაკა ბოჭორიშვილი
,,ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, რომ გვინდა ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, ერთიან საქართველოში ცხოვრება''- მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა საქართველოში ესტონეთის ელჩს
,,ომი უკრაინაში: ოთხი წლის შედეგები და დასრულების პერსპექტივები'' - ავთანდილ წულაძე
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
,,რუსეთთან ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ''- ლევან მახაშვილი
,,რუსეთთან კონფლიქტი არის ის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება უნდოდეს''- იან პრაუდი