,,მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი''- კახიშვილი

 

კახი კახიშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ხელისუფლების დასუსტებას და სახელმწიფოს გადატრიალებას.

კახიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ და ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი და ეს უნდა იყოს ბოლო გაფრთხილება.

"ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზთა გამო (ოდესმე ამ მიზეზებსაც ავხსნი) თავს ვიკავებდი პოლიტიკური შეფასებებისა და ანალიზისგან, მაგრამ ვინაიდან საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი მოსაზრება გამოვთქვა.

ერთ-ერთ ინტერვიუში, კერძოდ „უცნობის კიდობანში" სტუმრობისას განვაცხადე, რომ არ შეიძლება იმის გატარება, თუ როგორ უსაფუძვლოდ ასანქცირებენ და ხელფასის, საბანკო მომსახურების, ჯანმრთელობის უზრუნველყოფის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე ტოვებენ პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს და თანამდებობის პირებს, რითაც ფაქტობრივად მიჰყვებიან გადატრიალების ნარატივს. მაშინ განვაცხადე, რომ საჭიროა სასამართლო დავების დაწყება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, თუნდაც რის საფუძველზე უყინავენ საქართველოს მოქალაქეებს ხელფასებს, საქართველოში მოქმედი ბანკები უცხოელი რამდენიმე ვითომ პოლიტიკოსის სურვილით. სამწუხაროდ, ჩემმა ამ განცხადებამ მაშინ აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მაგრამ ისმის კითხვა, თუ დღეს ვამბობთ, რომ ტელეკომპანიების მიმართ ყველაფერი გაკეთდება რათა სანქციები არ გავრცელდეს, რატომ არ იყო ასეთი მიდგომა თავის დროზე პოლიციელების მიმართ და რატომ არ იყო შესაბამისი სამართლებრივი ზომები მიღებული დროულად, რომ ამას არ ჰქონოდა ასეთი განგრძობითი ხასიათი?!

დღეს უკვე ვხედავთ, რომ კონკრეტული ადამიანებიდან გადავიდნენ კომპანიებსა და კონსორციუმებზე. თუ ამას არ მოჰყვება მყისიერი სამართლებრივი შეფასება, (ფაქტია, მხოლოდ განცხადებები ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აინტერესებთ) პროცესი კიდევ გაგრძელდება და მალე ვიხილავთ, რომ სანქციებს დაუწესებენ ბიზნესმენებს, რომელთა მიმართაც თვითონ ექნებათ განცდა, რომ თურმე „ქართულ ოცნებას" ეხმარებიან. ხვალ-ზეგ იქნება ყულევის ნავთობ ტერმინალი, შემდეგ რომელიმე სხვა კომპანია, შემდეგ მანგანუმი და კომპანიები, რომლებსაც საკუთარი წარმოებით დოვლათი შემოაქვთ საქართველოს ბიუჯეტში და საბოლოოდ ბიზნესს ექნება არჩევანი და ბიზნესი არჩევანს როგორ აკეთებს ყველამ კარგად ვიცით. სადაც ძლიერია იქ მიდის ბიზნესის დიდი ნაწილი.
ამასთან, საოცარია ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქცია. მესმის, შეიძლება ძალიან უხაროდეთ „პოსტივის", „იმედის", თუ პოლიციელების დასანქცირება, მაგრამ ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი საწარმოების დასანქცირება რომ უხარიათ და მეტიც, ამას ითხოვენ კიდევაც, ეს არის საოცარი და ალბათ საზოგადოებასაც უნდა გაუჩნდეს კითხვა: ნამდვილად უყვარს ამ ხალხს სამშობლო, თუ უბრალოდ თანამდებობების გულისთვის მიდიან ყველაფერზე?

ამიტომ დროული გადაწყვეტილების მიღება არის მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი და ეს უნდა იყოს ბოლო გაფრთხილება. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ნელ-ნელა, ეტაპობრივად აბსოლუტურად ყველა თუკი ვინმე რამეს წარმოადგენს საჯარო ხელისუფლებაში, ან ბიზნესში მოჰყვება სანქციების ქვეშ, რათა ხელოვნურად მოხდეს ამ ადამიანების დისტანცირება „ქართული ოცნებიდან". ეს არის ნელი გზა სახელმწიფოს გადატრიალების ხელშეწყობისა. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლებას ეს ძალიან კარგად ესმის.

საოცარი ბრიტანული მართლმსაჯულება!. ე.ი პრინცი, რომელსაც ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში, პედოფილიასა და კორუფციაში სასჯელის სახედ შეუფარდეს „სამეფო ცხენის" ჩამორთმევა და სახლში გაუშვეს. აი ეს არის მთელი იუმორი ამ ყველაფერში.
ასევე ღიმილის მომგვრელია, როდესაც ბრიტანეთი, რომელიც მთელ მსოფლიოში საკუთარი მედიასაშუალებების მიერ პროპაგანდით და ფაქტების დამახინჯებითაა ცნობილი, რომლებიც ფაქტობრივად ასრულებენ ბრიტანეთის სპეც. სამსახურების დავალებებს, რაც ტრამპის მაგალითმაც არაერთხელ დაადასტურა, სხვა ქვეყნის მედიასაშუალებებზე საუბრობდეს."- წერს კახიშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
უკრაინის ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ ცნობა შარშან მივიღეთ, ამ დრომდე ის არ ჩამოსულა საქართველოში - მაკა ბოჭორიშვილი
ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას - მაკა ბოჭორიშვილი
ნათია თურნავა "იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე - კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად
,,მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი''- კახიშვილი
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის ის წესრიგი, რომელზედაც ჩვენ გავიზარდეთ -ბიძინა გიორგობიანი
საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ სრულად მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, კერძოდ, როცა საქმე ეხება შემზღუდავ ზომებს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში -ემერიკ დიუპონი
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ
25 თებერვლის გახსენება ადასტურებს რწმენას, რომ მხოლოდ პასუხისმგებლიანი დიალოგით გამყარებულ ერთიანობას შეუძლია თავიდან აიცილოს წარსულის ტრაგედიების დაბრუნება -საფრანგეთის საელჩო
არავის შევალახინებთ მედიის თავისუფლების ძირითად უფლებას, ეს უფლება დაცული იქნება თითოეული ჟურნალისტისთვის-ირაკლი კობახიძე
შეეშვან საქართველოს ჩათრევას ომში, ჩავუგდებ რუკას ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებს, სად გადის ფრონტის ხაზი, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ​ -შალვა პაპუაშვილი
რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა -ირაკლი კობახიძე
ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ სანქციები, მათთვის არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი-პრემიერი
პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა -ირაკლი კობახიძე
საბჭოთა მმართველობამ საქართველოს სახელმწიფოს განვითარება შეაფერხა, თუმცა ვერ აღმოფხვრა ხალხის მისწრაფება, იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში -ევროკავშირის წარმომადგენლობა
არ დამითმია ტელეკომპანია "პოსტივის" წილი, ამის გაკეთებას არც ვაპირებ -ვიქტორ ჯაფარიძე
25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, რადგან ვიცით გერმანიის ფასი. არ შეიძლება, გერმანია იყოს ფიშერი
"არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის"- მაკა ბოჭორიშვილი
,,ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, რომ გვინდა ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, ერთიან საქართველოში ცხოვრება''- მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა საქართველოში ესტონეთის ელჩს