სტარმერი თავის სკამზე უკვე ვეღარ ზის მყარად, სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს სხვას ასანქცირებდეს-სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ უკრაინასთან მიმართებით ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკა შეცვლილია. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სუბარმა აღნიშნა, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, დიდი ხანია, არ ისმის უკრაინასთან მიმართებით ისეთი ფრაზები, როგორებიცაა „უკრაინა იმარჯვებს“ და „არაპროვოცირებული“ ომი.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროპელები უკრაინასთან მიმართებით კვლავ ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ – განცხადებებში მხარს უჭერენ უკრაინას, რეალურად კი რუსეთის ეკონომიკას სხვადასხვა ფორმით აძლიერებენ.

 

„არსებობს უამრავი მტკიცებულება და ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში და როგორ აძლიერებენ ისინი რუსეთის ეკონომიკას. მაგალითად, გამოკვლეულია, რომ ათეულობით ათასი სამხედრო დრონი და დრონების ასაწყობი ნაწილები რუსეთში ფინეთიდან შევიდა. ასევე დამტკიცებულია, რომ ყველა რუსულ რაკეტაში, რომელიც მიფრინავს უკრაინის ქალაქებისკენ და ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, სამხედრო ობიექტებს, ენერგოობიექტებს თუ სხვა ინფრასტრუქტურას, მინიმუმ, 80 დეტალია, რომელიც დამზადებულია ევროკავშირში. ამ დეტალების გარეშე ეს რაკეტები, უბრალოდ, ვერც კი აფრინდებოდნენ. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირში დამზადებული რაკეტებით უკრაინას ბომბავს რუსეთი. ასევე, გასული წლის ნოემბერში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენენგარდმა აღიარა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ენერგორესურსებში უფრო მეტ ფულს უხდის რუსეთს, ვიდრე ეხმარება უკრაინას, ამით კი ევროკავშირი აფინანსებს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და ხელს უწყობს მას ამ ომში გამარჯვებაში. ასევე, დიდი ხანია, ევროპელმა პოლიტიკოსებმა შეწყვიტეს იმაზე ლაპარაკი, რომ ამ ომში რუსეთი მარცხდება, უკრაინა იმარჯვებს; დიდი ხანია, აღარ გაგვიგონია ტერმინი „რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია“, აღარ გაგვიგონია მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ეს იყო პროვოცირებული ომი. თავის დროზე, როცა ტერმინ „არაპროვოცირებულს“ ყოველ მეორე სიტყვაში იყენებდნენ, იყო განცდა, თითქოს ამას შეგნებულად აკეთებდნენ, რომ პროვოცირება დაემალათ. რატომ არ ახსენებენ დღეს არაპროვოცირებულს? – იმიტომ, რომ ეს ომი პროვოცირებული იყო თუ იმიტომ, რომ ტრამპის ნათქვამის კრიტიკას ვერ ბედავენ? თუკი ბრიტანეთის მთავრობა ორ ქართულ ტელევიზიას ასანქცირებს იმის გამო, თითქოს ისინი ამბობენ, რომ ამ ომში რუსეთი იმარჯვებს, მაშინ რატომ არ ასანქცირებენ დონალდ ტრამპს, რომელიც იმავეს ამბობს გაცილებით მკაფიოდ და კატეგორიულად? იქნებ ეფიქრა პრემიერ-მინისტრ სტარმერს ამ თემაზე? იმ სტარმერს, რომელიც თავის სკამზე ვეღარ ზის უკვე ისე მყარად, რადგან თავად არის გახვეული ძალიან სერიოზულ სკანდალებში. ეს არ არის მხოლოდ ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებული სკანდალი. მას ისიც გაუხსენეს, რომ როდესაც იყო ინგლისის გენერალური პროკურორი, იგი ხელს აფარებდა (ან სათანადოდ არ იძიებდა) ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ორგანიზებულ დანაშაულებს. ეს ადამიანი რომ დღეს სხვას ასანქცირებს, უბრალოდ, ძალიან დიდი ცინიზმია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.





მსგავსი სიახლეები
ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით-ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის დაქალის სურვილებს ვისმენთ, რომ საქართველო დააზიანოს, როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? ჩვეულებრივი "ნაცია" -დავით მათიკაშვილი
ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის, ვსვამთ კითხვას, რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ზეწოლა, რა კავშირი აქვს ამას რუსეთთან ბრძოლასთან -მაკა ბოჭორიშვილი
მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მე არ მინახავს, არც მაქვს მოლოდინი, რომ მსგავს მტკიცებულებას წარმოადგენენ -მაკა ბოჭორიშვილი
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა
სტარმერი თავის სკამზე უკვე ვეღარ ზის მყარად, სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს სხვას ასანქცირებდეს-სოზარ სუბარი
უკრაინის ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ ცნობა შარშან მივიღეთ, ამ დრომდე ის არ ჩამოსულა საქართველოში - მაკა ბოჭორიშვილი
ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას - მაკა ბოჭორიშვილი
ნათია თურნავა "იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე - კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად
,,მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი''- კახიშვილი
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის ის წესრიგი, რომელზედაც ჩვენ გავიზარდეთ -ბიძინა გიორგობიანი
საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ სრულად მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, კერძოდ, როცა საქმე ეხება შემზღუდავ ზომებს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში -ემერიკ დიუპონი
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ
25 თებერვლის გახსენება ადასტურებს რწმენას, რომ მხოლოდ პასუხისმგებლიანი დიალოგით გამყარებულ ერთიანობას შეუძლია თავიდან აიცილოს წარსულის ტრაგედიების დაბრუნება -საფრანგეთის საელჩო
არავის შევალახინებთ მედიის თავისუფლების ძირითად უფლებას, ეს უფლება დაცული იქნება თითოეული ჟურნალისტისთვის-ირაკლი კობახიძე
შეეშვან საქართველოს ჩათრევას ომში, ჩავუგდებ რუკას ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებს, სად გადის ფრონტის ხაზი, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ​ -შალვა პაპუაშვილი
რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა -ირაკლი კობახიძე
ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ სანქციები, მათთვის არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი-პრემიერი
პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა -ირაკლი კობახიძე