ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის, ვსვამთ კითხვას, რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ზეწოლა, რა კავშირი აქვს ამას რუსეთთან ბრძოლასთან -მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის. ვსვამთ კითხვებს: რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა? რა კავშირი აქვს ამას რუსეთთან ბრძოლასთან? - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, გარეთ უორდთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ გამოიყურება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა" და „პოსტივის" დასანქცირება იმ ფონზე, როდესაც ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის" მონაცემებით, „რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის ბრიტანეთის ტერიტორიებს იყენებს, განხორციელებულია, სულ მცირე, 8 მილიარდი დოლარის გარიგება".

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, გარეთ უორდთან შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხსაც შეეხნენ.

„ესეც დავსვით, ესეც არის ნამდვილად. 40 წუთის განმავლობაში ამ საკითხსაც შევეხეთ. ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს, რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ რუსეთთან დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები. ასეთი მასალები არსებობს, რომელიც წარმოდგენილია არა მხოლოდ ქართულ, საერთაშორისო მედიაში, არამედ საერთაშორისო კვლევებს ეფუძნება. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა კითხვებს აჩენს. ჩვენ არ გვეშინია ამ კითხვების დასმის და ვსვამთ კითხვებს: რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა? რა კავშირი აქვს ამას საერთოდ რუსეთთან ბრძოლასთან, როგორც ისინი გვეუბნებიან, რომ რუსეთს ებრძვიან? ვერავის დავეთანხმები, რომ საქართველოსთან ასეთი მეთოდებით დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ რუსეთის დასუსტებაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი" და „პოსტივი" დაასანქცირა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი" და „იმედი" წარმოადგენენ ჩართულ პირს, რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ ისეთ კონტენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი", უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას".

ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული. ელჩს არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

 





მსგავსი სიახლეები
ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით-ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის დაქალის სურვილებს ვისმენთ, რომ საქართველო დააზიანოს, როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? ჩვეულებრივი "ნაცია" -დავით მათიკაშვილი
ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის, ვსვამთ კითხვას, რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ზეწოლა, რა კავშირი აქვს ამას რუსეთთან ბრძოლასთან -მაკა ბოჭორიშვილი
მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მე არ მინახავს, არც მაქვს მოლოდინი, რომ მსგავს მტკიცებულებას წარმოადგენენ -მაკა ბოჭორიშვილი
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა
სტარმერი თავის სკამზე უკვე ვეღარ ზის მყარად, სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს სხვას ასანქცირებდეს-სოზარ სუბარი
უკრაინის ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ ცნობა შარშან მივიღეთ, ამ დრომდე ის არ ჩამოსულა საქართველოში - მაკა ბოჭორიშვილი
ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას - მაკა ბოჭორიშვილი
ნათია თურნავა "იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე - კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად
,,მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი''- კახიშვილი
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის ის წესრიგი, რომელზედაც ჩვენ გავიზარდეთ -ბიძინა გიორგობიანი
საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ სრულად მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, კერძოდ, როცა საქმე ეხება შემზღუდავ ზომებს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში -ემერიკ დიუპონი
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ
25 თებერვლის გახსენება ადასტურებს რწმენას, რომ მხოლოდ პასუხისმგებლიანი დიალოგით გამყარებულ ერთიანობას შეუძლია თავიდან აიცილოს წარსულის ტრაგედიების დაბრუნება -საფრანგეთის საელჩო
არავის შევალახინებთ მედიის თავისუფლების ძირითად უფლებას, ეს უფლება დაცული იქნება თითოეული ჟურნალისტისთვის-ირაკლი კობახიძე
შეეშვან საქართველოს ჩათრევას ომში, ჩავუგდებ რუკას ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებს, სად გადის ფრონტის ხაზი, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ​ -შალვა პაპუაშვილი
რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა -ირაკლი კობახიძე
ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ სანქციები, მათთვის არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი-პრემიერი
პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა -ირაკლი კობახიძე