საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის, ასევე კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზიდენტმა დაჯილდოებულებს მათი შემოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი სახით საქართველოს ჰყავს ადამიანები, რომლებიც ქართული კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებაზე ზრუნავენ და ამ საქმეს სამაგალითოდ, ღირსეულად ასრულებენ.
„როგორც მოგეხსენებათ ქართული კულტურა ერთ-ერთი ყველაზე კარგად წარმომჩენია ქართული ტრადიციების, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ხასიათის. ყოველთვის იყო დრო იმისთვის, რომ ჩვენი კულტურა ყოფილიყო მაღალ დონეზე და ადამიანები, რომლებიც ისტორიის მანძილზე ქმნიდნენ ამ უდიდეს შემოქმედებას, დღემდე არიან საჩვენებელი ყველასთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ამით ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი.
დარგები, რომელიც შემადგენელია ქართული კულტურის - კინო, მუსიკა, თეატრი, მწერლობა, ამით გამორჩეული ვართ და ყოველთვის ვართ ამაყნი და ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოში ეს სფერო იქნება მაღალ დონეზე, იმდენად დიდი ტრადიციაა ქართული კულტურის.
რა თქმა უნდა, ამას ჭირდება გაფრთხილება, ჭირდება ხელშეწყობა, იმიტომ, რომ ის, რაც აქამდე მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა აუცილებელია, რომ გადავცეთ ჩვენ მომავალ თაობას. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ქმნით ამ უდიდეს შემოქმედებას და მინდა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე.
ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს უნიკალური ქართული კულტურა და ვამაყობთ ამით. ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს სახელით მინდა მოგილოცოთ ეს ჯილდო და გისურვოთ მომავალში წარმატებები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ: სს - „ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს წევრი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, სსიპ - ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, საოპერო მომღერალი, პედაგოგი ბადრი მაისურაძე.
კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:სსიპ - საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, მუსიკოსი, გუნდის დირიჟორი ჯიქი ჯანგულაშვილი, სსიპ - ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი გიორგი ანდღულაძე, სსიპ - მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, სსიპ - ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი ოთარ ჯორჯიკია, საოპერო მომღერალი მიხეილ ქირია, სსიპ - საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, შპს - „Gigastudio"-ს და შპს - საბავშვო სტუდია „ბზიკების სტუდიოს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი კუხიანიძე, შპს - აიბი-მთიების სკოლის პედაგოგი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ზოგადი განათლების კონსულტანტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გრიგოლ მურღულია, ა(ა)იპ - შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ფესვების" ქორეოგრაფი ბადრი დარჩიძე, ა(ა)იპ - შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ფესვების" მუსიკოს-აკომპანიატორები მინდია ბერიძე და როლანდ ივანაძე, ა(ა)იპ - შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ფესვების" მოცეკვავეები: დავით მაკარაძე, ზვიად ბოლქვაძე, თამაზ ბერიძე, ლევან ფუტკარაძე, მაყვალა ბუჩუკური, მიხეილ მელიქიშვილი, მიხეილ ფუტკარაძე, მუხრან დარჩიძე, ნანული გოგიტიძე, ნოდარ ქარცივაძე, ნოდარ დავითაძე, ნუგზარ ხიმშიაშვილი, რევაზ მჟავანაძე, რუსუდან დარჩიძე, შალვა მიქელაძე, ხასან ხილაძე, ჯემალ ართმელაძე, შოთა დიასამიძე და მიხეილ კაკალაძე (სიკვდილის შემდეგ).
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან
გამოცხადდა 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
26 თებერვალის ამინდის პროგნოზი
26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოსოთხმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა
,,ქსელური მარკეტები თანხის დაგვიანებით გადახდით ერთი მხრივ, აზიანებენ მწარმოებლების და დისტრიბუციის სექტორს, მეორე მხრივ, სარგებლობენ აღნიშნული გამოთავისუფლებული ფულადი სახსრებით''-ბერეკაშვილი
26 თებერვლიდან პირველ მარტამდე საქართველოში წვიმა, ქარი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვაა მოსალოდნელი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
მტკვრის ორივე სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა
GM PHARMA-მ მორიგ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა
25 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს
25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ტელეკომპანიების დასანქცირება იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე ხორციელდება''- მიხეილ ყაველაშვილი
25 თებერვალის ამინდის პროგნოზი
ლევან მეხუზლა: კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან
დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება -გივი მიქანაძე
თბილისის აეროპორტმა აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ხუთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა