გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების „იმედის" და „პოსTV"-ის სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს, - წერს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ღია წერილში, რომლითაც მან ბრიტანეთის ელჩს მიმართა.

„ მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო..."

ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ ქართულ ენას სწავლობთ და ხშირად ცდილობთ კიდეც ისაუბროთ ქართულად. დარწმუნებული ვარ დამხმარეც გეყოლებათ, ვინც თქვენ ხელს გიწყობთ უცხო ენის დაუფლებაში. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ თუ თქვენ თავად ვერ გამოიტანთ აზრს იმ ეპიგრაფიდან, რომელიც ამ წერილს ახლავს, თქვენი დამხმარე შეგეშველებათ გაიაზროთ, რას ვგულისხმობ ამ ქართულ ფოლკლორულ წინათქმაში.

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების „იმედის" და „პოსTV"-ის სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს. რაც შეხება ჩემ პირად მოსაზრებას, მინდა მოგახსენოთ, რომ ბრიტანეთის იმპერიის მიერ, კაცობრიობის ისტორიაში შეტანილი წვლილის მიმართ, კეთილგანწყობით არასოდეს გამოვირჩეოდი და თუ რატომ, ამას ძალიან მოკლედ ამ წერილში მოგახსენებთ.

საუკუნეების განმავლობაში, თქვენი მთავრობების სახელმწიფო მორალის საილუსტრაციოდ, გაგახსენებთ, რომ სადაც კი ფეხი დადგით ჩინეთში, ინდოეთში, ავსტრალიაში, აფრიკის კონტინენტზე თუ ოკეანიის კუნძულებზე ყველგან, რასიზმი, ადგილობრივი მოსახლეობის არაადამიანური ჩაგვრა, უმოწყალო ექპლუატაცია, მასიური განადგურება და კოლონიალური სისტემა დანერგეთ. თქვენ ამას ცინიკურად ცივილიზაციის გავრცელებას უწოდებდით, სინამდვილეში ეს ბარბაროსობა იყო! ალბათ გახსოვთ თქვენც, და მერწმუნეთ, მთელ კაცობრიობასაც, რას სჩადიოდით იქ, სადაც თავს ბატონებად, ხოლო აბორიგენ მოსახლეობას მონებად მიიმჩნევდით. თუ არადა, მზად ვარ საჯარო დისკუსია გავმართო თქვენთან ამ საკითხზე და გაგახსენოთ თქვენი მთავრობების ნამოქმედარი!

ახლო წარსულს რაც ეხება და კონკრეტულად - უკრაინას! თქვენ, იმ ქვეყნის დიპლომატი ბრძანდებით, რომლის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განზრახ ჩაშალა 2022 წელს სტამბოლში, სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის, რის გამო უკრაინამ განგრძობადი რუსული აგრესიის შედეგად, ასი ათასობით საკუთარი შვილი დაკარგა, ათეულობით მილიონი უკრაინელი დევნილობაში აღმოჩნდა, ხოლო ქვეყანა დღესდღეობით იავარქმნილია!

აწმყოში, ანუ დღეს, თქვენ იმ ქვეყნის წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლის მეფის ძმა, იორკის ჰერცოგი, პრინცი ენდრიუ მაუნდბეტონ-ვინძორი და ბრიტანეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბარონი პიტერ ბენჟამინ მანდელსონი, ლეიბორისტული პარტიის წევრი, ყოფილი - გარე ვაჭრობის ევროკომისარი, ბრიტანეთის პირველი სახელმწიფო მდივანი, საბჭოს ლორდი-თავმჯდომარე, სხვადასხვა დროს ექსმინისტრი, ბიზნესის და ინოვაციების, ჩრდილო ირლანდიის, ვაჭრობის და წარმოების საკითხებში, დააპატიმრეს პედოფილიის ბრალდებით და უამრავი დოკუმენტით დადასტურებული, ბოროტმოქმედი ეფშტეინის კანიბალურ ორგიებში შესაძლო მონაწილეობის გამო.

რაც შეეხება თქვენი მთავრობის მიერ პრესის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე „ზრუნვას". ქართული ტელეარხების - „პოსტTV"-ის და „იმედის" ყურების ნაცვლად, ქართული ენის არცოდნის პირობებში, თქვენი მთავრობის წევრებს და „ექსპერტებს" მეტი ყურადღება ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო ტელეკომპანია BBC-თვის რომ მიექციათ, მაშინ თქვენ არ აღმოჩნდებოდით იმ სამარცხვინო მდგომარეობაში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბრიტანეთის სახელმწიფო მაუწყებლობას სასამართლოში უჩივის ცილისწამების გამო, ანალოგიურად ქართული სახელმწიფოს წინაშე, რომლის მთავრობა იმავე ბრალდებით უჩივის სასამართლოში BBC-ს.

აქვე მინდა მოგცეთ რჩევა, ელჩო: იქნებ თქვენი ამჟამინდელი პრემიერმინისტრი სტარმერი მოარიდოთ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ მერცთან სარკინიგზო მოგზაურობებს, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ სამთავრობო გადაწყვეტილებები, რომელთა არსი ავადსახსენებელი კოლონიური სულისკვეთებით არის განმსჭვალული.

და კიდევ, როდესაც იმ ქვეყანაში, რომელსაც თქვენ საზღვარგარეთ წარმოადგენთ, 12 ათასი მოქალაქეა დაპატიმრებული, კონკრეტული სამთავრობო პროპაგანდისგან განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო, ხოლო ქრისტიანული მრწამსის მქონე ადამიანებს, აბორტის მსხვერპლთა მოსახსენებელი, მდუმარე ლოცვის გამო იჭერენ! თქვენ, როგორც იმ სახელმწიფოს დიპლომატმა, უცხო ქვეყანაში სტუმრად მყოფმა, მეტი ზრდილობა და პროფესიული წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, სულაც არ ხართ დაზღვეული იმისგან, რომ ამ ქვეყნის, თქვენი მანდატით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვება მოგიწიოთ.

დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული საქართველოს

მოქალაქე,

გიორგი ხაინდრავა",- ნათქვამია წერილში.

 





მსგავსი სიახლეები
რატომ გაბრაზდა სტეფანჩუკი საქართველოზე?-სიმონ კილაძე
ცალკე უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს ამბავი უხარია, დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე -გიორგი გამსახურდია
ცხადი გახდა, რომ საქართველოში არავინ, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, არ არიან კანონისა და სამართლის წინაშე რამენაირი ინდულგენციით აღჭურვილნი -დავით ქართველიშვილი
გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს
სამხედრო დაპირისპირების პროცესში უკრაინა თანამედროვე ახალი იარაღის გამოცდის საშინელ პოლიგონად არის გადაქცეული -სიმონ კილაძე
რა აერთიანებს პლასტიკურ ბოთლებს ძველ ავტომობილებთან, უნივერსიტეტებთან, სუპერმარკეტებთან-კახა გოგოლაშვილი
"ნაცმოძრაობისგან" ბოდიშს ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში მრავალ ათას აქტივისტს, რომ არ დააფასეს ფანტასტიკური შრომა ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის-მიხეილ სააკაშვილი
"საქართველო არ ანგრევს გლობალისტურ სამყაროს და არ იბრალებს მისი მესაფლავის როლს. მაგრამ, ის ბევრად უფრო სახიფათო ფუნქციას ატარებს ნებისმიერი იდეოლოგიური კონსტრუქციისთვის" - დავით ქართველიშვილი
ორგანიზაცია, რომელსაც სახელად "გამჭვირვალობა" აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!-ბექა ჩხაიძე
ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან - სააკაშვილი
იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს?-დავით ქართველიშვილი
სწორედ ის ხალხი საუბრობს აკადემიური ავტონომიის და დემოკრატიის სახელით, ვინც ასეთი ექსკლუზიური უნივერსიტეტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩააბეტონა 2000-იანების დასაწყისიდან დამკვიდრებული "ჩარეცხილების" ეთიკა -ნინო ხელაია
ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს, მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ -დავით ქართველიშვილი
ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად -მიხეილ სააკაშვილი
რა მოხდა ნათლისღებისას მდინარე იორდანეზე?- კონსტანტინე გამსახურდია
ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში-თამარ ჩერგოლეიშვილი
ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს -გია აბაშიძე
ახლა ხომ ხედავს ყველა, რომ კი არ იცვლება, მსოფლიო უსაფრთხოების მექანიზმი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ოფიციალურად უარყოფილია -ამირან სალუქვაძე
ვაშლის თლისთვის ბაჩო ახალაიას დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე -მიხეილ სააკაშვილი
მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა-დავით ქართველიშვილი