ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით-ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

 

მთავრობის მეთაურმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა და კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ქვეყნის სიძლიერე იზომება არამხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის განვითარება იზომება მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით. ხელოვნება, მეცნიერება, ტრადიციები და ისტორიული მეხსიერება არ არის მხოლოდ წარსულის კუთვნილება - ეს ქართული იდენტობის და ჩვენი თანამედროვეობის მთავარი საყრდენია. სწორედ მდიდარი და მუდმივად განვითარებადი კულტურა აძლევს სახელმწიფოს ძალას, შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოში. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამაგრებთ ამ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტს და ამდიდრებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. სახელმწიფო ჯილდოები, რომლებიც დღეს გადმოგეცემათ, თქვენი ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემის მხოლოდ სიმბოლური გამოხატულებაა. თქვენი ძალისხმევით ვითარდება ქართული კინო, საოპერო და საგუნდო ხელოვნება, ჩვენი ეროვნული ქორეოგრაფია; თქვენ იცავთ ისტორიულ მეხსიერებას, აცოცხლებთ ლიტერატურას და ზრუნავთ მომავალი თაობების აღზრდაზე; უმთავრესი, რაც თითოეულ თქვენგანს აერთიანებს, არის საკუთარი საქმისა და ქვეყნისადმი უდიდესი ერთგულება და ამისათვის თითოეულმა ჩვენგანმა, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა უნდა გადაგიხადოთ. თქვენი დამსახურებაა, რომ ქართული კულტურა კვლავაც სიამაყის გრძნობით ავსებს თითოეულ ჩვენგანს. განსაკუთრებით დასაფასებელია ის თავდადება, რომელსაც ჩვენი მემკვიდრეობის დასაცავად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად იჩენთ. თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და შემოქმედებითი პრინციპები საუკეთესო მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის", - მიმართა პრემიერმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.

 

ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ბადრი მაისურაძე. კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენი სხვადასხვა პროფესიის 30 წარმომადგენელს გადაეცა.

კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცეს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 





მსგავსი სიახლეები
ზეწოლის ახალი ფაზა იწყება, მათი მიზანია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც თანახმა იქნებიან, საქართველო შეაჯახონ რუსეთს-ირაკლი ქადაგიშვილი
ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას -საგარეო უწყება
ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით-ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის დაქალის სურვილებს ვისმენთ, რომ საქართველო დააზიანოს, როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? ჩვეულებრივი "ნაცია" -დავით მათიკაშვილი
ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის, ვსვამთ კითხვას, რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ზეწოლა, რა კავშირი აქვს ამას რუსეთთან ბრძოლასთან -მაკა ბოჭორიშვილი
მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მე არ მინახავს, არც მაქვს მოლოდინი, რომ მსგავს მტკიცებულებას წარმოადგენენ -მაკა ბოჭორიშვილი
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა
სტარმერი თავის სკამზე უკვე ვეღარ ზის მყარად, სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს სხვას ასანქცირებდეს-სოზარ სუბარი
უკრაინის ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ ცნობა შარშან მივიღეთ, ამ დრომდე ის არ ჩამოსულა საქართველოში - მაკა ბოჭორიშვილი
ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას - მაკა ბოჭორიშვილი
ნათია თურნავა "იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე - კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად
,,მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი''- კახიშვილი
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის ის წესრიგი, რომელზედაც ჩვენ გავიზარდეთ -ბიძინა გიორგობიანი
საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ სრულად მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, კერძოდ, როცა საქმე ეხება შემზღუდავ ზომებს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში -ემერიკ დიუპონი
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ
25 თებერვლის გახსენება ადასტურებს რწმენას, რომ მხოლოდ პასუხისმგებლიანი დიალოგით გამყარებულ ერთიანობას შეუძლია თავიდან აიცილოს წარსულის ტრაგედიების დაბრუნება -საფრანგეთის საელჩო
არავის შევალახინებთ მედიის თავისუფლების ძირითად უფლებას, ეს უფლება დაცული იქნება თითოეული ჟურნალისტისთვის-ირაკლი კობახიძე
შეეშვან საქართველოს ჩათრევას ომში, ჩავუგდებ რუკას ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებს, სად გადის ფრონტის ხაზი, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ​ -შალვა პაპუაშვილი
რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა -ირაკლი კობახიძე