ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას -საგარეო უწყება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის ელჩის, გარეთ უორდის საგარეო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას.
„2026 წლის 26 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში ქართული ტელეკომპანიების, „იმედის" და „პოსტივის" ჩართვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს სთხოვა განმარტება, რა ინფორმაცია დაედო საფუძვლად აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელიც სავარაუდოდ, ლონდონს თბილისიდან მიეწოდება.
„აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას და სანქციების პაკეტების გაცხადებულ მიზნებს არ ემსახურება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას, რაც ასევე მიუღებელია საქართველოსთვის, სადაც განსხვავებული მედიასაშუალებები თანაბრად თავისუფალ სივრცეში არსებობენ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
ზეწოლის ახალი ფაზა იწყება, მათი მიზანია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც თანახმა იქნებიან, საქართველო შეაჯახონ რუსეთს-ირაკლი ქადაგიშვილი
ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას -საგარეო უწყება
ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით-ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის დაქალის სურვილებს ვისმენთ, რომ საქართველო დააზიანოს, როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? ჩვეულებრივი "ნაცია" -დავით მათიკაშვილი
ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის, ვსვამთ კითხვას, რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ზეწოლა, რა კავშირი აქვს ამას რუსეთთან ბრძოლასთან -მაკა ბოჭორიშვილი
მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მე არ მინახავს, არც მაქვს მოლოდინი, რომ მსგავს მტკიცებულებას წარმოადგენენ -მაკა ბოჭორიშვილი
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა
სტარმერი თავის სკამზე უკვე ვეღარ ზის მყარად, სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს სხვას ასანქცირებდეს-სოზარ სუბარი
უკრაინის ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ ცნობა შარშან მივიღეთ, ამ დრომდე ის არ ჩამოსულა საქართველოში - მაკა ბოჭორიშვილი
ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას - მაკა ბოჭორიშვილი
ნათია თურნავა "იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე - კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად
,,მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი''- კახიშვილი
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის ის წესრიგი, რომელზედაც ჩვენ გავიზარდეთ -ბიძინა გიორგობიანი
საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ სრულად მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, კერძოდ, როცა საქმე ეხება შემზღუდავ ზომებს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში -ემერიკ დიუპონი
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ
25 თებერვლის გახსენება ადასტურებს რწმენას, რომ მხოლოდ პასუხისმგებლიანი დიალოგით გამყარებულ ერთიანობას შეუძლია თავიდან აიცილოს წარსულის ტრაგედიების დაბრუნება -საფრანგეთის საელჩო
არავის შევალახინებთ მედიის თავისუფლების ძირითად უფლებას, ეს უფლება დაცული იქნება თითოეული ჟურნალისტისთვის-ირაკლი კობახიძე
შეეშვან საქართველოს ჩათრევას ომში, ჩავუგდებ რუკას ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებს, სად გადის ფრონტის ხაზი, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ -შალვა პაპუაშვილი
რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა -ირაკლი კობახიძე