ზეწოლის ახალი ფაზა იწყება, მათი მიზანია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც თანახმა იქნებიან, საქართველო შეაჯახონ რუსეთს-ირაკლი ქადაგიშვილი

ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება ახლო პერსპექტივაში არ ჩანს და, სულ მცირე, ეს ომი მიმდინარე წლის განმავლობაში გაგრძელდება, ამიტომ მათთვის აქტუალურია, რომ მეორე ფრონტი არსებობდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი მიზანია „საქართველო პროვოკაციაზე იყოს წამოკიდებული".

„მეორე ფრონტი ვერ იქნება შუა აზია და ბალტიისპირეთი, ეს მათთვის მიუღებელია, შუა აზიაზე წვდომა არ გააჩნიათ. ამიტომ ისევ გამოცდილი და ძველი მეთოდი აქვთ, რომ რამენაირად საქართველო პროვოკაციაზე იყოს წამოკიდებული. საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციაზე არ წამოეგება, რის გამოც ზეწოლის ახალი ფაზა იწყება. მათი მიზანია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და ის ძალები მოიყვანონ, რომლებიც თანახმა იქნებიან, საქართველო გახადონ აქტიური ანტირუსეთის პროექტი, შეაჯახონ რუსეთს. ეს არის გეოპოლოტიკური გათვლა, მაგრამ ამის განხორციელება საქართველოსთვის არნახული ისტორიული მარცხი იქნებოდა. მათთვის სანქცია რა არის? ის იარაღია, რითიც ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობას ცხოვრება გაურთულონ, გაუმწარონ და ისეთი მძიმე ეკონომიკური ვითარება შექმნას, რომ ამან მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვიოს. ელჩები პირდაპირი ტექსტებით გვეუბნებიან, რომ ამ ომმა ეკონომიკურად დაგვაზიანა და ახლა თქვენი ჯერიც არისო - ოთხი წელი თავი აარიდეთ, მაგრამ ახლა უნდა მოგხედოთ, რომ ეს ეკონომიკური ზარალი თქვენს თავზე იწვნიოთო. ამას პირდაპირ ამბობენ, მაგრამ აქ საუბარი მხოლოდ ეკონომიკაზე არ არის. რას ნიშნავს რუსეთთან სანქციური პოლიტიკის გატარება? არა მხოლოდ ეკონომიკის უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგდებას, არამედ იმას, რომ რუსეთი ისეთ პოლიტიკურ ბერკეტებს აამოქმედებს, როგორიცაა ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირ ფედერაციად შეყვანა. შემდეგ რას ვშვრებით, როცა ყოველგვარი პერსპექტივა ისპობა და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რუსეთი ოდესღაც დაიშლება თუ არა? ამას არავინ დაეძებს, მათთვის მთავარია, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება მოხდეს და ამ მიზანში საქართველო ცეცხლის მოწიმავე ხაზზე უნდა იყოს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ზეწოლის ახალი ფაზა იწყება, მათი მიზანია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც თანახმა იქნებიან, საქართველო შეაჯახონ რუსეთს-ირაკლი ქადაგიშვილი
ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას -საგარეო უწყება
ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით-ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის დაქალის სურვილებს ვისმენთ, რომ საქართველო დააზიანოს, როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? ჩვეულებრივი "ნაცია" -დავით მათიკაშვილი
ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის, ვსვამთ კითხვას, რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ზეწოლა, რა კავშირი აქვს ამას რუსეთთან ბრძოლასთან -მაკა ბოჭორიშვილი
მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მე არ მინახავს, არც მაქვს მოლოდინი, რომ მსგავს მტკიცებულებას წარმოადგენენ -მაკა ბოჭორიშვილი
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა
სტარმერი თავის სკამზე უკვე ვეღარ ზის მყარად, სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს სხვას ასანქცირებდეს-სოზარ სუბარი
უკრაინის ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ ცნობა შარშან მივიღეთ, ამ დრომდე ის არ ჩამოსულა საქართველოში - მაკა ბოჭორიშვილი
ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას - მაკა ბოჭორიშვილი
ნათია თურნავა "იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე - კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად
,,მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი''- კახიშვილი
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის ის წესრიგი, რომელზედაც ჩვენ გავიზარდეთ -ბიძინა გიორგობიანი
საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ სრულად მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, კერძოდ, როცა საქმე ეხება შემზღუდავ ზომებს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში -ემერიკ დიუპონი
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ
25 თებერვლის გახსენება ადასტურებს რწმენას, რომ მხოლოდ პასუხისმგებლიანი დიალოგით გამყარებულ ერთიანობას შეუძლია თავიდან აიცილოს წარსულის ტრაგედიების დაბრუნება -საფრანგეთის საელჩო
არავის შევალახინებთ მედიის თავისუფლების ძირითად უფლებას, ეს უფლება დაცული იქნება თითოეული ჟურნალისტისთვის-ირაკლი კობახიძე
შეეშვან საქართველოს ჩათრევას ომში, ჩავუგდებ რუკას ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებს, სად გადის ფრონტის ხაზი, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ​ -შალვა პაპუაშვილი
რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა -ირაკლი კობახიძე