EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა
EBRD-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა.
EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. EBRD-ის შეფასებით რეგიონში საქართველოს გარდა 5.5%-ით გაიზრდება სომხეთის ეკონომიკაც.
„საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის სამ კვარტალში წლიურად 7.7 პროცენტით გაიზარდა. ზრდა ძირითადად მომსახურების სექტორებმა უზრუნველყვეს, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT)-მა, განათლებამ, ტრანსპორტირებამ და დასაწყობებამ შეიტანეს. შიდა მოთხოვნას მხარს უჭერდა ხელფასების ზრდა და დაკრედიტების მაღალი ტემპი", - წერს EBRD-ი.
EBRD-ს პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,0% (წინა პროგნოზი შემცირდა -0.5%-ით)
მოლდოვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,0% (წინა პროგნოზი შემცირდა -0.8%-ით)
უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,5% (წინა პროგნოზი შემცირდა -2.5%-ით)
საერთო ინფლაციამ 2025 წელს ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა და საშუალოდ 3.9 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა, ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაბრუნების მოლოდინით.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო ოთხი კვარტლის ჯამური მაჩვენებლით, წინა წლის 5.2 პროცენტიდან (მშპ-ს მიმართებით) 2025 წლის მესამე კვარტალში 3.5 პროცენტამდე შემცირდა.
ოფიციალური სავალუტო რეზერვები 2024 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული 4.1 მილიარდი აშშ დოლარის მაჩვენებლიდან 2025 წლის დეკემბერში 6.2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით ოთხი თვის იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს.
რეალური მშპ-ის ზრდა EBRD-ის მიერ 2026 წელს 5.5 პროცენტით, ხოლო 2027 წელს 5.0 პროცენტით არის პროგნოზირებული.
„უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს", - აღნიშნულია EBRD-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
რა ეღირება დოლარი და ევრო 28 თებერვალს
თიბისი კონცეპტი - კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
უკრაინაში ომის შედეგი განსაზღვრავს, ვინ გახდება აშშ-სა და ჩინეთთან ერთად მსოფლიო წესრიგის მესამე საყრდენი, ევროპა თუ რუსეთი
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა - Euromoney
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით - თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, კომპანიებთან Colangelo & Partners-ი და Glodow Nead Communication-ი ხელშეკრულებები გაფორმდა
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 24 თებერვალს
"მივესალმებით ფრანგული მსხვილი ბიზნესის საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით მეტ დაინტერესებას" -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - სადამდე გამყარდება ლარი?
გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში "თბილისი - ლანდშაფტის აღმოცენება"
ლევან კარანაძე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გლობალურ ელჩად დაინიშნა
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 თებერვალს
მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს, გევორგ პაპოიანს შეხვდა
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
Hello Tech გოგოებისთვის
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება - ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია