პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებული თითქოსდა ერთობლივად ბიზნესის დაწყების მოტივით, დაზარალებულის კუთვნილ 160 000 ლარს თაღლითურად დაეუფლა.

ასევე, ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია. მას შემდეგ კი, რაც დაზარალებულმა თაღლითურად მისაკუთრებული თანხის დაბრუნება მოითხოვა, აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებით სცადა მისი იძულება უარი ეთქვა მოთხოვნაზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 26 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
სამტრედიაში, მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებული ნაწილების აღმოჩენის ფაქტზე, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანის პროცესი მიმდინარეობს
იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 029 პირის მიმართ დაიწყო -საქსტატი
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით - 10 პირი დააკავეს
პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სუს-მა ერთი პირი დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვილაპარაკო, რადგან მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე - სააკაშვილი
შსს 43 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა
ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა - მათი ბიძაშვილია... - რა არის ამ დროისთვის ცნობილი გურჯაანში მომხდარ ტრაგედიაზე
კახეთის პოლიციამ ადევნებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
პოლიციამ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
მეწარმეს, რომელიც შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს ფალსიფიცირებული თევზის კონსერვებით ამარაგებდა, პატიმრობა შეეფარდა
,, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ჩვენება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეში ვითარებას რადიკალურად შეცვლის''- იზა ომაძე