დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია -კახა კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და შპს „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელთან გიორგი პაპავასთან ერთად, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამინდის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისი მოსალოდნელ თოვას მომზადებული დახვდება.
„დღეს ღამე უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის მადლობას გადავუხდი. წინა დიდთოვლობის დროს მათთან კარგი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა. ოპერატიულად ვიღებდით მონაცემებს, საპატრულო პოლიცია საგზაო უსაფრთხოების განხორციელებაში გვეხმარებოდა. აუცილებლობის შემთხვევაში, არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა არ შეიქმნას საავტომობილო გზებზე გადაადგილების პრობლემა.
„თქვენი დავალების შესაბამისად, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიან რეჟიმზეა გადასული, ასევე, ყველა რაიონული გამგეობა. მაქსიმალური მობილიზება გვაქვს ყველა მიმართულებით და სადაც პირობითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეფერხება ექნება, ოპერატიულ რეჟიმში მოვაგვარებთ. გარდა ამისა, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ყველა შესაბამის სამსახურთან, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მივიღოთ ინფორმაცია, თუ სად იქნება შეფერხება და პრობლემები. ნებისმიერი სახის გამოწვევას შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მივხედავთ და ვეცდებით, რომ პრობლემა არსად გვქონდეს", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
„თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის, გიორგი პაპავას განმარტებით, სპეცტექნიკა მზადაა, ტექნიკური მარილი კი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი ნალექს გაუმკლავდეს.
„ტექნიკურად სრული მზადყოფნაა და მობილიზაციაა ყველგან, სადაც მარილმყრელი ბაზებია განთავსებული. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული. მძიმე ტექნიკა და ტექნიკური მარილი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი სახის ნალექს გავუმკლავდეთ. გარდა ამისა, 200 ერთეული თანამშრომელია ჩართული, რომ მთელი თბილისის მასშტაბით, მათ შორის შემოერთებულ ტერიტორიებზე, თუ სადმე ნალექი იქნება, გზები მოიყინა ან რაიმე სხვა სახის პრობლემა შეიქმნა, ოპერატიულად განვახორციელოთ შემოვლა მსუბუქი ავტომანქანებით", - აღნიშნა გიორგი პაპავამ.
მსგავსი სიახლეები
დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია -კახა კალაძე
ტელეკომპანია "იმედის" განცხადებით, ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდებზე ტექნიკური პრობლემა სანქციებისგან იყო გამოწვეული
საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან
გამოცხადდა 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
26 თებერვალის ამინდის პროგნოზი
26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოსოთხმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა
,,ქსელური მარკეტები თანხის დაგვიანებით გადახდით ერთი მხრივ, აზიანებენ მწარმოებლების და დისტრიბუციის სექტორს, მეორე მხრივ, სარგებლობენ აღნიშნული გამოთავისუფლებული ფულადი სახსრებით''-ბერეკაშვილი
26 თებერვლიდან პირველ მარტამდე საქართველოში წვიმა, ქარი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვაა მოსალოდნელი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
მტკვრის ორივე სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა
GM PHARMA-მ მორიგ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა
25 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს
25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ტელეკომპანიების დასანქცირება იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე ხორციელდება''- მიხეილ ყაველაშვილი
25 თებერვალის ამინდის პროგნოზი
ლევან მეხუზლა: კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან