27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ მგზავრობას გეგმავდით, თამამად შეგიძლიათ გზას გაუდგეთ — წინ საინტერესო და მოულოდნელი ნაცნობობა გელით.

დაოჯახებულ ვერძებს მართვის სადავეები ხელში აღება და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ, თუმცა რადიკალური ნაბიჯების გადადგმას მოერიდეთ. თქვენი ნებისმიერი, ყველაზე კეთილშობილური ქმედებაც კი, შესაძლოა თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ის საერთოდ არ შეგაწუხებთ! თუ მოინდომებთ, მთების გადადგმას შეძლებთ.

კურო

ზოგიერთ თქვენგანს ამ დღეს საყვარელ ადამიანსა და ძველ მისწრაფებებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების შეცვლა ყოველთვის შეიძლება. ოჯახში შესაძლოა დაძაბულობამ თავი იჩინოს, ამიტომ მოთმინება გამოიჩინეთ და კონფლიქტებს მოერიდეთ — სჯობს გაჩუმდეთ, ვიდრე დაუმსახურებელი საყვედურებით ადამიანებს გული ატკინოთ.

მომდევნო ორი კვირის მანძილზე პროფესიული საქმიანობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თორემ შესაძლოა შემცირებაში მოჰყვეთ. ფრთხილად იყავით ელექტროტექნიკასთან, მოსალოდნელია მოკლე ჩართვა ან სხვა სახიფათო გაუმართაობა.

ტყუპები

სასიყვარულო საქმეებში მთავარი სიფრთხილეა! ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მოგვიანებით ინანებთ. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ.

ვაჭრობის სფეროში დასაქმებულთათვის რთული პერიოდი იწყება - კლიენტების ნაკადი მოიმატებს და სამსახურში მეტი დროის გატარება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალ კომერციულ შემოთავაზებებს ყურადღება მიაქციოთ. გამოხატეთ მადლიერება იმისთვის, რაც სამყარომ მოგცათ — თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ბევრი რამ უნდა დააფასოთ.

კირჩხიბი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა მცირე გაუცხოება იგრძნოთ. ეს არ ნიშნავს, რომ გრძნობები გაქრა — უბრალოდ, ცოტა ხნით ერთმანეთისგან დასვენება გჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახში კონფლიქტებს მოერიდოთ და შვილებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. სახლისთვის რაიმე ლამაზი ნივთის შეძენა განტვირთვაში დაგეხმარებათ.

ხელსაყრელი დღეა ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად - მალე თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. პრობლემებს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.

ლომი

ამ ნიშნის ზოგმა წარმომადგენელმა შესაძლოა, თავი „სასიყვარულო სამკუთხედში“ ამოყოს. საეჭვოა, რომ ამ კავშირმა სასიამოვნო შთაბეჭდილებები დაგიტოვოთ. მამაკაც ლომებს საკუთარი სიმართლის დამტკიცება და მეორე ნახევრის დარწმუნება მოუწევთ და ამისთვის მზად უნდა იყოთ.

ამ დღეს გაჩნდება შანსი, რომ ფასდაუდებელი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ ფული მასთან მიდის, ვინც გონივრულად რისკავს და პასუხისმგებლობას არ გაურბის. დღევანდელი დღის დევიზი ზომიერებაა: ეცადეთ, ცდუნებებისგან თავი შეიკავოთ და შეზღუდოთ კავშირი ადამიანებთან, რომლებიც გაღიზიანებენ.

ქალწული

ამ დღეს სჯობს ახალ ნაცნობობას და განსაკუთრებით უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდოთ. ძველი მეგობარი თავს შეგახსენებთ, რაც განსაკუთრებით გაგიხარდებათ. კარგი იქნება, თუ ახლობლებისთვის მცირე დღესასწაულს მოაწყობთ და დროს მხიარულად გაატარებთ.

ნუ ინერვიულებთ, თუ ყველა პროექტის დროულად დასრულებას ვერ ახერხებთ — გახსოვდეთ, რომ ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია. ნაცნობმა შესაძლოა დახმარება გთხოვოთ - თუ თქვენს გეგმებს არ ეწინააღმდეგება, მხარი დაუჭირეთ. დღის მეორე ნახევარი ვირუსების საპრევენციო ღონისძიებებს დაუთმეთ.

სასწორი

ყოველდღიური საქმეების მორევში აღმოჩნდებით, თუმცა მეგობრებთან შეხვედრისა და გართობისთვის დროს მაინც გამონახავთ. მალე ბედი გაგიღიმებთ, ამიტომ რთული პრობლემების გადაწყვეტას შემდეგი დღეებისთვის ნუ გადადებთ. თქვენი ხვალინდელი მოქმედებები თქვენს კარიერულ წინსვლასა და, შესაბამისად, საფულეზეც აისახება.

მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს და საეჭვო ავანტიურებს, განსაკუთრებით თუ ამისკენ ნაკლებად ნაცნობი პირი გიბიძგებთ. გახსოვდეთ, რომ სასწორზე თქვენი საქმიანი რეპუტაცია და ფულია. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს და ფიზიკურ აქტივობას - ზედმეტი კილოგრამები თავისით არ გაქრება.

მორიელი

ამ დღეს ქათინაურებით გაგანებივრებენ, თუმცა შეიძლება ზღვარგადასულმა ყურადღებამ გაგაღიზიანოთ.

მარსის გავლენა ბევრ ოჯახში კამათს გამოიწვევს, მაგრამ თქვენ გაქვთ შანსი, სკანდალს თავი აარიდოთ. მიენდეთ საკუთარ თავს და ნუ წამოეგებით პარტნიორებისა თუ თანამშრომლების პროვოკაციებს. თქვენი კეთილსინდისიერება, ბოლოს და ბოლოს, დაფასდება და საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მხოლოდ მათ ელით, ვინც ზომიერებას არ იცავს.

მშვილდოსანი

მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყება. ენდეთ ინტუიციას, ის არ მოგატყუებთ.

კოლეგების დახმარების იმედი ნუ გექნებათ — დღეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. ნუ გაასესხებთ ფულს, თორემ შეიძლება თანხაც დაკარგოთ და მტერიც გაიჩინოთ.

თქვენი სასიცოცხლო ენერგია მწვერვალზეა, ასე რომ შეგიძლიათ ნებისმიერი საქმე თუ შეხვედრა დაგეგმოთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში ნაცნობისგან ფასდაუდებელ რჩევას მიიღებთ.

თხის რქა

როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ, პირველი ნაბიჯი თავად უნდა გადადგათ. რჩეულთან საუბრისას უფრო გულწრფელი უნდა იყოთ. ოჯახურ ურთიერთობებში შესაძლოა ბზარი გაჩნდეს — კონფლიქტებისგან დაზღვეულები სტაბილური წყვილებიც არ არიან.

მომდევნო დღე-ღამის განმავლობაში ფხიზლად იყავით და კამათს მოერიდეთ. ემოციურად მძიმე დღეა — ყველაფრის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხართ და თქვენ ირგვლივ მხოლოდ უარყოფითს ხედავთ.

ახალ იდეებს ნუ გაურბიხართ, მათი განხორციელება თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ქრონიკული დაღლილობის თავიდან ასაცილებლად ხშირად დაისვენეთ და საკუთარ თავზე იმაზე მეტს ნუ აიღებთ, ვიდრე შეგიძლიათ.

მერწყული

ფიქრობთ, რომ პარტნიორის სისუსტეებზე თვალის დახუჭვა დასაშვებია, თუმცა ხანდახან საკუთარი აზრის დაცვაც საჭიროა. ნუ სთხოვთ დახმარებას მათ, ვისი იმედიც არ გაქვთ და ნუ დადებთ პირობას, რომლის შესრულებაშიც დარწმუნებული არ ხართ. წინ ენერგიული დღე გელით და შემართებით სავსე ხართ, რაც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ფინანსურ საკითხებში სიჩქარე ცუდი მრჩეველია — ნუ იყიდით ზედმეტ ნივთებს წამიერი ემოციის გავლენით. რაციონიდან ამოიღეთ მძიმე საკვები, განსაკუთრებით ხორცი, ცომეული და ალკოჰოლი — ამჟამად მსუბუქი ბოსტნეულის დიეტა ისაა, რაც გჭირდებათ.

თევზები

ვარსკვლავები გპირდებიან, რომ წინ რომანტიკული თავგადასავალი ან რაღაც არაორდინარული მოვლენა გელით. თქვენს მეორე ნახევარს შესაძლოა ფინანსური ან მორალური მხარდაჭერა დასჭირდეს — დაუდექით გვერდით, სანამ ის საოჯახო თუ ნათესავებთან დაკავშირებულ პრობლემებს აგვარებს.

დღის პირველ ნახევარში მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. დღეს საქმიან მოლაპარაკებებსა და მნიშვნელოვან შეხვედრებს მოერიდეთ, რადგან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. გაუფრთხილდით ფინანსებს და ნუ დახარჯავთ ფულს უაზროდ.

 

თუ ჰიპერტენზიისკენ მიდრეკილება გაქვთ, წნევა აკონტროლეთ და ყავაზე უარი თქვით.





მსგავსი სიახლეები
27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია -კახა კალაძე
ტელეკომპანია "იმედის" განცხადებით, ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდებზე ტექნიკური პრობლემა სანქციებისგან იყო გამოწვეული
საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან
გამოცხადდა 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
26 თებერვალის ამინდის პროგნოზი
26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოსოთხმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა
,,ქსელური მარკეტები თანხის დაგვიანებით გადახდით ერთი მხრივ, აზიანებენ მწარმოებლების და დისტრიბუციის სექტორს, მეორე მხრივ, სარგებლობენ აღნიშნული გამოთავისუფლებული ფულადი სახსრებით''-ბერეკაშვილი
26 თებერვლიდან პირველ მარტამდე საქართველოში წვიმა, ქარი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვაა მოსალოდნელი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
მტკვრის ორივე სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა
GM PHARMA-მ მორიგ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა
25 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს
25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ტელეკომპანიების დასანქცირება იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე ხორციელდება''- მიხეილ ყაველაშვილი
25 თებერვალის ამინდის პროგნოზი