უკრაინა ომს აგებს. მოსკოვი თავისი უპირატესობით სარგებლობს და კიევმა მშვიდობის სანაცვლოდ მიწა უნდა დათმოს -Foreign Affairs

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცია კიევს აიძულებს, რომ მშვიდობის სანაცვლოდ მტკივნეულ ტერიტორიულ დათმობებს დათანხმდეს- ამის შესახებ წერს Foreign Affairs.

სამშვიდობო შეთანხმების პროექტში, რომელიც პირველად ნოემბერში Axios-მა გაავრცელა, ადმინისტრაცია გვთავაზობდა, რომ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის მთელი რეგიონები ფაქტობრივად რუსეთის ტერიტორიად აღიარებულიყო და რუსეთს შეენარჩუნებინა კონტროლი ხერსონისა და ზაპოროჟიეს იმ ნაწილებზე, რომლებსაც ამჟამად მისი ძალები იკავებენ.
სტატიის ავტორის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წინააღმდეგობას უწევს და უარს ამბობს ისეთი რამის გაკეთებაზე, რაც მისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს. თუმცა, ბრძოლის ველის რეალობა მის მხარეს არ არის. ის მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ტერიტორიის ნაწილობრივი დათმობა ცუდი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ცუდი არჩევანია.

როგორც ავტორი აღნიშნავს, უკრაინა გმირულ წინააღმდეგობას უწევს, თუმცა მისი მონდომება ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ ომს აგებს. რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს და კიევს მისი ჩამორთმევის მცირე შანსი აქვს, რაც უკრაინის 2023 წლის წარუმატებელმა კონტრშეტევამ აჩვენა. რა თქმა უნდა, რუსეთის ბოლოდროინდელი მიღწევები ძალიან ნელა და მნიშვნელოვანი ფასით მოხდა; ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ ერთი პროცენტი დაიპყრო. თუმცა ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ რუსეთი ამჟამად უკრაინის 1991 წლის საზღვრებში არსებული ტერიტორიის თითქმის მეხუთედს ფლობს - ან რომ რუსეთის უფრო დიდი რესურსები და მოსახლეობა ნიშნავს, რომ მოსკოვს შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს მომავალი წლების განმავლობაში. რუსეთის ამ უპირატესობების დაძლევა და ბრძოლის ველზე დაკარგული მიწების დაბრუნება დროსა და ინვესტიციებს მოითხოვს, რაც უკრაინას არ გააჩნია. ამიტომ, ამჟამინდელი გარემოებები კიევს კომპრომისული მშვიდობისკენ უბიძგებს - ისეთისკენ, რომელიც აუცილებლად მოიცავს უკრაინის ტერიტორიის დათმობას.

 





მსგავსი სიახლეები
,, ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით უკმაყოფილო ვარ''- დონალდ ტრამპი
The Independent: ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ზელენსკის მრჩეველი გახდა
POLITICO: სტარმერის პრემიერობა კვდება - არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის
ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან თავისი პერსონალი გაიყვანა
ლონდონის ცენტრში უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება უცნობმა პირმა გრაფიტით შეღება
ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ ირანში მოგზაურობას
ისრაელში აშშ-ს საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს
პაკისტანმა ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა
უკრაინა ომს აგებს. მოსკოვი თავისი უპირატესობით სარგებლობს და კიევმა მშვიდობის სანაცვლოდ მიწა უნდა დათმოს -Foreign Affairs
ChatGPT-ში რუსი პროპაგანდისტები დავბლოკეთ -OpenAI
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის სალაროდან 141 000 აშშ დოლარი მოიპარეს
დონალდ ტრამპი რობერტ დე ნიროსა და ორ დემოკრატ კონგრესმენს ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება
ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ,მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
რუსეთმა უკრაინას ათასი სამხედროს ცხედარი გადასცა
ჟენევაში ირანისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები
,,ტრამპი ირანთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტის კვლავავ დიპლომატიური გზით ამჯობინებს''- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
"ჩვენს არჩევნებში თაღლითობა ფართოდ არის გავრცელებული, ის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა" - დონალდ ტრამპი
,, უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გავგზავნით''- ორბანი
,,თავს საინფორმაციო ბრძოლაში წაგების უფლებას ვერ მივცემთ, ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება''- კაია კალასი