ბრიტანეთის ელჩი ქართულს იმიტომ სწავლობდა, რომ „იმედზე“ და „პოსტივიზე“ საქმეები შეეკერა, ვინც სიტყვის თავისუფლების მცველი გვეგონა, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი -შალვა პაპუაშვილი

გუშინ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა, რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება და ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი.

„პირველ ყოვლისა, გავარკვიეთ, რატომ სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს. ალბათ იმიტომ, რომ „პოსტივისთვის" და „იმედისთვის" ეყურებინა, საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ფაქტია, თუკი რაიმეს შეიძლება ეყრდნობოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები. ვფიქრობ, დასტურდება, რომ ელჩმა ამით შეკერა თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე, რაც, რა თქმა უნდა, თავისთავად არის ძალიან მძიმე. გუშინ სოციალურ მედიაში ტრიალებდა მისი ერთ-ერთი ვიდეო. ხუთჯერ ვუყურე და მართლა ირონიაა. ადამიანი რამდენიმე თვის წინ დამტვრეული ქართულით გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის თუ მედიის მხარდამჭერები არიან და აღმოჩნდა, ეს ვიდეო ალბათ ჩაწერა, შემდეგ გავიდა კაბინეტში და დაიწყო საბაბების შეკერვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საქმისთვის. გუშინ ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა, რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება და ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი, ეს ერთი; მეორე - აქ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა არის მიზანი? საბოლოო მიზანი არის სწორედ მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა, ველის გასუფთავება მათივე პროპაგანდისტებისთვის.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა, დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა", ბრიტანეთში თავს აფარებს „ფორმულას" მეპატრონე კეზერაშვილი. სხვათა შორის, ბრიტანეთი გვერდს უვლის ქართულ სანქციებს. იცით, რომ კეზერაშვილს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა და ბრიტანეთი არღვევს ქართულ სანქციებს, არ გადმოგვცემს კეზერაშვილს და ამით გვერდს უვლის საქართველოს, ქართველი ხალხის სანქციებს. შესაბამისად, ეს არის სწორედ მიზანი, ჩაახშონ თავისუფალი, მართალი სიტყვა, ჩაახშონ ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა და გზა გაუსუფთაონ საკუთარ პროპაგანდისტებს, რომლებსაც სხვადასხვა შავი სქემით დღეს ევროპიდან აფინანსებენ. ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც ამას ვხედავთ. ამაზე საუბრობს დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია. იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ქმნის სპეციალურ ინსტრუმენტს ევროკავშირში, ევროპაში ცენზურით დაზიანებული მოქალაქეებისთვის, რომ მათ მიიღონ სრული ინფორმაცია და, მათ შორის, ეს ეხება ბრიტანეთსაც, სადაც სწორედ ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება.

დასკვნა ერთია: ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, ასე უნდა შევხედოთ ბრიტანეთს, მის ელჩს და მისი ელჩის საქმიანობას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები, „იმედი" და „პოსტივი" დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი" და „იმედი" წარმოადგენენ ჩართულ პირს, რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ ისეთს კონტენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი", უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას".

ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული. ელჩს არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 





მსგავსი სიახლეები
ჯო უილსონმა თავისი მრავალსერიანი საპნის ოპერით უკვე დაგვღალა -შალვა პაპუაშვილი
ბრიტანეთის ელჩი ქართულს იმიტომ სწავლობდა, რომ „იმედზე“ და „პოსტივიზე“ საქმეები შეეკერა, ვინც სიტყვის თავისუფლების მცველი გვეგონა, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი -შალვა პაპუაშვილი
ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ თქვა, რომ მზად არიან, ზიანი მიაყენონ ქართველ ხალხს, ყველაფერზე არიან წამსვლელი -თენგიზ შარმანაშვილი
"ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს"-ურსულა ფონ დერ ლაიენი
ეს არ არის "პოსტივისა" და "იმედის" წინააღმდეგ მიმართული, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა -ვასილ მაღლაფერიძე
ზეწოლის ახალი ფაზა იწყება, მათი მიზანია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც თანახმა იქნებიან, საქართველო შეაჯახონ რუსეთს-ირაკლი ქადაგიშვილი
ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას -საგარეო უწყება
ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით-ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის დაქალის სურვილებს ვისმენთ, რომ საქართველო დააზიანოს, როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? ჩვეულებრივი "ნაცია" -დავით მათიკაშვილი
ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის, ვსვამთ კითხვას, რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ზეწოლა, რა კავშირი აქვს ამას რუსეთთან ბრძოლასთან -მაკა ბოჭორიშვილი
მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მე არ მინახავს, არც მაქვს მოლოდინი, რომ მსგავს მტკიცებულებას წარმოადგენენ -მაკა ბოჭორიშვილი
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა
სტარმერი თავის სკამზე უკვე ვეღარ ზის მყარად, სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს სხვას ასანქცირებდეს-სოზარ სუბარი
უკრაინის ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ ცნობა შარშან მივიღეთ, ამ დრომდე ის არ ჩამოსულა საქართველოში - მაკა ბოჭორიშვილი
ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას - მაკა ბოჭორიშვილი
ნათია თურნავა "იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე - კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად
,,მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი''- კახიშვილი
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის ის წესრიგი, რომელზედაც ჩვენ გავიზარდეთ -ბიძინა გიორგობიანი
საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ სრულად მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, კერძოდ, როცა საქმე ეხება შემზღუდავ ზომებს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში -ემერიკ დიუპონი