საქართველოზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს -შალვა პაპუაშვილი

ჩვენ არ ვართ გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყანა, ვისთანაც უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია იმ ტონით ისაუბროს, რა ტონითაც ელაპარაკება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს.

„ჩვენ ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვაქვს და უკრაინის ხელისუფლება პრეტენზიების ტონით არ უნდა გველაპარაკებოდეს. ეს თავად უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს. უკრაინის ხელისუფლება თუ ელოდება, რომ მათ მიმართ სიტყვა ყველამ უნდა აწონოს, ასევე ველოდებით ჩვენც ყველას მხრიდან და, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ყველა სიტყვა და გადაწყვეტილება აწონონ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან დაკავშირებით. რომელიმე დასავლეთევროპული ქვეყანა არ ვართ, ვისაც შეიძლება, უკრაინამ პრეტენზიები წაუყენოს. სამართლიანად წაუყენოს, რადგან თავის დროზე დიდი ქვეყნები მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ, ეს ომი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, უკრაინამ ამ ხალხს პრეტენზიები უნდა წაუყენოს, რადგან ეს არის გლობალური ძალების და გლობალურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ქვეყნების პასუხისმგებლობა, რომ ეს ომი საერთოდ დაიწყო.

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ეს ომი არ იქნებოდა და არ უნდა დაწყებულიყო. ამიტომ მათი პრეტენზიები ევროპის მიმართ გასაგებია, მაგრამ ამ ტონს ქართველ ხალხზე ნუ გადმოიტანენ. ჩვენ ამ ტონს არ მივიღებთ ზოგადად და არც უკრაინის ხელისუფლებისგან, კონკრეტულად, ზელენსკისგან. მისგან ერთ მისხალ საყვედურს არ მივიღებთ და არ მოვითმენთ. იმ ზელენსკისგან არ მოვითმენთ, რომელმაც საქართველოს ელჩი გამოაძევა. ყველა ელჩი რომ გაიქცა და კიევი დატოვა, თავისი დროშები ჩამოსწიეს, ჩვენი ელჩი იქ იყო ბოლომდე, ვიდრე ზელენსკიმ არ უთხრა, იქნებ სახლში წასულიყავიო, საქართველოში. რომ არა ელჩის გაწვევა და ზელენსკის ტყუილი და ცილისწამება, რომ სააკაშვილს აწამებენ, კლავენ, იმ კრიმინალს, რომელიც მან შეიფარა და დღემდე სააკაშვილი ხან უკრაინულად გველაპარაკება, ხან ქართულად. მან თქვა, რომ ის დღემდე ზელენსკის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეა. ყველა ასეთ სიტყვას პასუხი გაეცემა. და რა, რომ ომშია? ომში ჩვენც ვიყავით და ვინმესთვის საყვედური გვითქვამს და პრეტენზია წარმოგვითქვამს? ომში ყოფნა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს ადამიანს და უფრო ღირსეულად უნდა ტარება. როცა საქართველოს აბრალებს სააკაშვილის წამებას, ეს უღირსი საქციელია. საუბარი იყო იმაზე, რომ გაერო-ში რეზოლუციას მხარი რომ დაუჭირეთ, ეს იყო წესიერების ნიშანიო და ამას რა მადლობა უნდაო. ჯერ ერთი, ყველაფერს მადლობა უნდა. ჩახედონ სიას, ვინ დაუჭირა მხარი, ვინ შეიკავა თავი, ვინ არ დაუჭირა და მერე გველაპარაკონ. როცა წესიერებაზე საუბრობენ, ბოლო უკვე რამდენიმე წელია, უკრაინის დელეგაციები სხვადასხვა ფორმატში მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მიმართ ყველა მტრულ გადაწყვეტილებას. ეს არის მადლიერება და ის, როგორც მეგობარს უნდა მოექცე? ჩვენკენ რომ გადმოიხედავენ, უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ღია წერილით მიმართა. სტეფანჩუკმა ღია წერილში აღნიშნა: „უკრაინას არ სჭირდება დარიგებები მორალისტებისგან, არამედ სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები“.

 

საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილმა რუსლან სტეფანჩუკს მიმართა: „უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება იქნებოდა საჭირო და არც თქვენი პასუხი“.





მსგავსი სიახლეები
"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადება
ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ, თუ რას დაეფუძნა ორი ტელეკომპანიის სანქცირება - 0 ინფორმაცია, 0 ფაქტი -ირაკლი კობახიძე
მიზანი როცა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდან ყველა ნაბიჯი მოსალოდნელია -ირაკლი ქადაგიშვილი
გასულ დღეებში წარმოჩინდა, ვინ არის ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად, რათა უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს -ირაკლი კობახიძე
საქართველოზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს -შალვა პაპუაშვილი
ჯო უილსონმა თავისი მრავალსერიანი საპნის ოპერით უკვე დაგვღალა -შალვა პაპუაშვილი
ბრიტანეთის ელჩი ქართულს იმიტომ სწავლობდა, რომ „იმედზე“ და „პოსტივიზე“ საქმეები შეეკერა, ვინც სიტყვის თავისუფლების მცველი გვეგონა, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი -შალვა პაპუაშვილი
ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ თქვა, რომ მზად არიან, ზიანი მიაყენონ ქართველ ხალხს, ყველაფერზე არიან წამსვლელი -თენგიზ შარმანაშვილი
"ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს"-ურსულა ფონ დერ ლაიენი
ეს არ არის "პოსტივისა" და "იმედის" წინააღმდეგ მიმართული, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა -ვასილ მაღლაფერიძე
ზეწოლის ახალი ფაზა იწყება, მათი მიზანია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც თანახმა იქნებიან, საქართველო შეაჯახონ რუსეთს-ირაკლი ქადაგიშვილი
ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას -საგარეო უწყება
ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით-ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის დაქალის სურვილებს ვისმენთ, რომ საქართველო დააზიანოს, როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? ჩვეულებრივი "ნაცია" -დავით მათიკაშვილი
ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის, ვსვამთ კითხვას, რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ზეწოლა, რა კავშირი აქვს ამას რუსეთთან ბრძოლასთან -მაკა ბოჭორიშვილი
მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მე არ მინახავს, არც მაქვს მოლოდინი, რომ მსგავს მტკიცებულებას წარმოადგენენ -მაკა ბოჭორიშვილი
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა
სტარმერი თავის სკამზე უკვე ვეღარ ზის მყარად, სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს სხვას ასანქცირებდეს-სოზარ სუბარი