2025/2026 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 8.0 პროცენტით მეტი სტუდენტი მიიღეს-საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 45 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64.1 პროცენტი ქალაქ თბილისშია.
საქსტატის ცნობით, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 58.6 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 31.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 27.0 ათასი. სტუდენტთა მიღება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 8.0 პროცენტით.
ამასთნ, უწყების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 195.4 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 4.1 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტების 55.3 პროცენტი, ხოლო კერძოში - 44.7 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.1 პროცენტი ქალია, ხოლო 47.9 პროცენტი - კაცი.
2025 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 32.5 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 9.9 პროცენტით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 58.8 პროცენტი ქალია, ხოლო 41.2 პროცენტი - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 12.7 პროცენტით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 44.4 ათასი შეადგინა, რაც 19.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 12.2 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია.
საქსტატიც ცნობით, 2025 წელს უნივერსიტეტებში მიიღეს 720 დოქტორანტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლეთან შედარებით 2.9 პროცენტით მეტია. დოქტორანტების რიცხოვნობა 0.1 პროცენტით გაიზარდა და 3 025 შეადგინა. წინა წელთან შედარებით კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 16.0 პროცენტით შემცირდა და 368 პირი შეადგინა.
მსგავსი სიახლეები
2025/2026 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 8.0 პროცენტით მეტი სტუდენტი მიიღეს-საქსტატი
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს და გზები ინტენსიურად იწმინდება
ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე თვეში შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი"-ტელეკომპანია "იმედი"
როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 თებერვალს საქართველოში
27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია -კახა კალაძე
ტელეკომპანია "იმედის" განცხადებით, ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდებზე ტექნიკური პრობლემა სანქციებისგან იყო გამოწვეული
საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან
გამოცხადდა 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
26 თებერვალის ამინდის პროგნოზი
26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოსოთხმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა
,,ქსელური მარკეტები თანხის დაგვიანებით გადახდით ერთი მხრივ, აზიანებენ მწარმოებლების და დისტრიბუციის სექტორს, მეორე მხრივ, სარგებლობენ აღნიშნული გამოთავისუფლებული ფულადი სახსრებით''-ბერეკაშვილი
26 თებერვლიდან პირველ მარტამდე საქართველოში წვიმა, ქარი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვაა მოსალოდნელი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
მტკვრის ორივე სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა
GM PHARMA-მ მორიგ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა