ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი

 

არაფრით არ შეიძლება შევყვეთ მათ დანაღმულ ველზე - ჩათრევის პრინციპი ჩვენ თავად აგვაფეთქებს - განაცხადა „ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის თემით სპეკულირებაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიმტკიცე მოქმედებებში.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სწორი და ხანდახან ხისტი დამოკიდებულება. პირდაპირ და ღიად უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს და მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება," - განაცხადა დეპუტატმა. ზურაბ ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ ევროპას საქართველოსთვის ვიზის შეჩერების სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს და თუ ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, მისი კონტექსტი მხოლოდ პოლიტიკური იქნება. „ჯერ ერთი, მათ არ აქვთ ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი, რადგან ეს არის კონკრეტული ნორმა, რომელსაც საქართველო არც ერთ კომპონენტში არ არღვევს. თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი და იმის გაგრძელება, რომ ქართულ საზოგადოებას არა მათი სურვილის, არამედ ამ სურვილის საწინააღმდეგოდ სჯიან. ისინი აცხადებენ, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით და თუ ეს ასეა, მაშინ დასჯით რას მიიღებენ? ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა და სპეკულაცია, რაც არაერთხელ გვინახავს მათი მხრიდან" - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი
უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სალომე სამადაშვილი: ხალხს სჭირდება პოლიტიკური ცვლილება, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ „ლელო“ აუცილებლად გაიმარჯვებს
"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადება
ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ, თუ რას დაეფუძნა ორი ტელეკომპანიის სანქცირება - 0 ინფორმაცია, 0 ფაქტი -ირაკლი კობახიძე
მიზანი როცა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდან ყველა ნაბიჯი მოსალოდნელია -ირაკლი ქადაგიშვილი
გასულ დღეებში წარმოჩინდა, ვინ არის ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად, რათა უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს -ირაკლი კობახიძე
საქართველოზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს -შალვა პაპუაშვილი
ჯო უილსონმა თავისი მრავალსერიანი საპნის ოპერით უკვე დაგვღალა -შალვა პაპუაშვილი
ბრიტანეთის ელჩი ქართულს იმიტომ სწავლობდა, რომ „იმედზე“ და „პოსტივიზე“ საქმეები შეეკერა, ვინც სიტყვის თავისუფლების მცველი გვეგონა, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი -შალვა პაპუაშვილი
ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ თქვა, რომ მზად არიან, ზიანი მიაყენონ ქართველ ხალხს, ყველაფერზე არიან წამსვლელი -თენგიზ შარმანაშვილი
"ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს"-ურსულა ფონ დერ ლაიენი
ეს არ არის "პოსტივისა" და "იმედის" წინააღმდეგ მიმართული, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა -ვასილ მაღლაფერიძე
ზეწოლის ახალი ფაზა იწყება, მათი მიზანია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც თანახმა იქნებიან, საქართველო შეაჯახონ რუსეთს-ირაკლი ქადაგიშვილი
ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას -საგარეო უწყება
ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით-ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის დაქალის სურვილებს ვისმენთ, რომ საქართველო დააზიანოს, როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? ჩვეულებრივი "ნაცია" -დავით მათიკაშვილი
ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის, ვსვამთ კითხვას, რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ზეწოლა, რა კავშირი აქვს ამას რუსეთთან ბრძოლასთან -მაკა ბოჭორიშვილი
მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მე არ მინახავს, არც მაქვს მოლოდინი, რომ მსგავს მტკიცებულებას წარმოადგენენ -მაკა ბოჭორიშვილი