ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან თავისი პერსონალი გაიყვანა
ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან თავისი პერსონალი გაიყვანა. განცხადების თანახმად, ეს დროებითი პრევენციული ღონისძიება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე ვითარების გამო იყო მიღებული. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.
იერუსალიმში აშშ-ის საელჩოში კი აშშ-ის იმ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ყოფნა ქვეყანაში გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, უსაფრთხოების რისკების გამო ისრაელის დატოვება დაევალათ.
„მოქალაქეებმა შესაძლოა განიხილონ ისრაელიდან გამგზავრება, სანამ კომერციული ფრენები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ეს განახლებული ინფორმაცია პარასკევს, აშშ-სა და ირანს შორის არსებული დაძაბულობის გამო გამოთქმული შეშფოთების ფონზე გაავრცელა.
„უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მიმდინარე ვითარების გამო, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ზომა ირანიდან ბრიტანელი პერსონალის დროებითი გამოყვანის შესახებ", - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე, რომელიც უცხოეთში მოგზაურობის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს.
„ჩვენი საელჩო მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
,, ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით უკმაყოფილო ვარ''- დონალდ ტრამპი
The Independent: ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ზელენსკის მრჩეველი გახდა
POLITICO: სტარმერის პრემიერობა კვდება - არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის
ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან თავისი პერსონალი გაიყვანა
ლონდონის ცენტრში უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება უცნობმა პირმა გრაფიტით შეღება
ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ ირანში მოგზაურობას
ისრაელში აშშ-ს საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს
პაკისტანმა ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა
უკრაინა ომს აგებს. მოსკოვი თავისი უპირატესობით სარგებლობს და კიევმა მშვიდობის სანაცვლოდ მიწა უნდა დათმოს -Foreign Affairs
ChatGPT-ში რუსი პროპაგანდისტები დავბლოკეთ -OpenAI
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის სალაროდან 141 000 აშშ დოლარი მოიპარეს
დონალდ ტრამპი რობერტ დე ნიროსა და ორ დემოკრატ კონგრესმენს ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება
ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ,მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
რუსეთმა უკრაინას ათასი სამხედროს ცხედარი გადასცა
ჟენევაში ირანისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები
,,ტრამპი ირანთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტის კვლავავ დიპლომატიური გზით ამჯობინებს''- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
"ჩვენს არჩევნებში თაღლითობა ფართოდ არის გავრცელებული, ის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა" - დონალდ ტრამპი
,, უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გავგზავნით''- ორბანი
,,თავს საინფორმაციო ბრძოლაში წაგების უფლებას ვერ მივცემთ, ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება''- კაია კალასი