POLITICO: სტარმერის პრემიერობა კვდება - არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პარასკევს დილით პირობა დადო, რომ „ბრძოლას მანამ გააგრძელებს, სანამ სული უდგას" - ეს განცხადება მოჰყვა გორტონსა და დენტონში გამართულ შუალედურ არჩევნებში „ლეიბორისტების" მძიმე მარცხს, სადაც პარტიამ არასახარბიელო მესამე ადგილი დაიკავა - გამარჯვებულ მემარცხენე „მწვანეებსა" და ნაიჯელ ფარაჯის პარტია „რეფორმას" შემდეგ, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „სტარმერის პრემიერობა კვდება - არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის".
„მისი პარტიის წევრებს შორის უაღრესად ცოტას თუ სჯერა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს პერიოდი დიდხანს გაგრძელდება", - ნათქვამია სტატიაში.
ამ შედეგმა, რომელიც ერთ-ერთი უარესია „ლეიბორისტების" ბოლო დროინდელ ისტორიაში, კიდევ უფრო გაამწვავა მწვავე დებატები სტარმერის სახიფათო მდგომარეობისა და იმ კურსის შესახებ, რომლითაც მას პარტია მიჰყავს.
მთავრობის ექვსმა მინისტრმა, პარლამენტის წევრმა და ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით POLITICO-ს განუცხადა, რომ ისინი არ ელიან პრემიერ-მინისტრის გადაყენებას ამ შედეგის ფონზე, რომელიც ორმა ადამიანმა ცალ-ცალკე „ყველაზე ცუდ სცენარად" შეაფასა.
მაისში დაგეგმილ ეროვნულ და ადგილობრივ არჩევნებში მოსალოდნელი მორიგი გამანადგურებელი მარცხი განიხილება მომდევნო „გარდამტეხ წერტილად", რომელმაც შესაძლოა წერტილი დაუსვას მის პრემიერობას.
სტარმერი და მისი მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ ვითარების გამოსწორება შეუძლიათ და სტრატეგიის ძირეული ცვლილება საჭირო არ არის. პარასკევს გამართულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრს არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია იმაზე, რომ თავისი ლიდერობის მორიგ მასშტაბურ „გადატვირთვას" გეგმავს შიდა თუ გარე კრიტიკოსების დასარწმუნებლად.
მსგავსი სიახლეები
,, ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით უკმაყოფილო ვარ''- დონალდ ტრამპი
The Independent: ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ზელენსკის მრჩეველი გახდა
POLITICO: სტარმერის პრემიერობა კვდება - არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის
ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან თავისი პერსონალი გაიყვანა
ლონდონის ცენტრში უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება უცნობმა პირმა გრაფიტით შეღება
ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ ირანში მოგზაურობას
ისრაელში აშშ-ს საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს
პაკისტანმა ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა
უკრაინა ომს აგებს. მოსკოვი თავისი უპირატესობით სარგებლობს და კიევმა მშვიდობის სანაცვლოდ მიწა უნდა დათმოს -Foreign Affairs
ChatGPT-ში რუსი პროპაგანდისტები დავბლოკეთ -OpenAI
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის სალაროდან 141 000 აშშ დოლარი მოიპარეს
დონალდ ტრამპი რობერტ დე ნიროსა და ორ დემოკრატ კონგრესმენს ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება
ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ,მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
რუსეთმა უკრაინას ათასი სამხედროს ცხედარი გადასცა
ჟენევაში ირანისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები
,,ტრამპი ირანთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტის კვლავავ დიპლომატიური გზით ამჯობინებს''- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
"ჩვენს არჩევნებში თაღლითობა ფართოდ არის გავრცელებული, ის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა" - დონალდ ტრამპი
,, უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გავგზავნით''- ორბანი
,,თავს საინფორმაციო ბრძოლაში წაგების უფლებას ვერ მივცემთ, ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება''- კაია კალასი