,, ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით უკმაყოფილო ვარ''- დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით „უკმაყოფილოა".
ტრამპის თქმით, ის დაელოდება, რა მოხდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყანასთან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დამატებით რაუნდებში.
„არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ ისინი არ არიან მზად, მოგვცენ ის, რაც უნდა მოგვცენ. ამით არ ვარ აღფრთოვანებული. ვნახოთ, რა მოხდება, მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმით, როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა. ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მინდა, შეთანხმება ახლავე მივიღოთ", - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს ახლო აღმოსავლეთში გაჭიანურებულ კონფლიქტში აშშ-ის ჩართვის რისკების შესახებ, თუ ის ირანზე დარტყმებს განახორციელებს.
„ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ რისკი ყოველთვის არსებობს. იცით, როდესაც ომია, ყველაფრის რისკი არსებობს, როგორც კარგის, ასევე ცუდის", - აღნიშნა ტრამპმა.
ირანმა და შეერთებულმა შტატებმა 26 თებერვალს ჟენევაში ბირთვული მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გამართეს. ტექნიკური მოლაპარაკებები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 27 თებერვალს ვაშინგტონში ომანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბადრ ალ-ბუსაიდის შეხვდება, რომელიც მოლაპარაკებების შუამავლობას ახორციელებს.
მსგავსი სიახლეები
,, ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით უკმაყოფილო ვარ''- დონალდ ტრამპი
The Independent: ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ზელენსკის მრჩეველი გახდა
POLITICO: სტარმერის პრემიერობა კვდება - არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის
ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან თავისი პერსონალი გაიყვანა
ლონდონის ცენტრში უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება უცნობმა პირმა გრაფიტით შეღება
ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ ირანში მოგზაურობას
ისრაელში აშშ-ს საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს
პაკისტანმა ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა
უკრაინა ომს აგებს. მოსკოვი თავისი უპირატესობით სარგებლობს და კიევმა მშვიდობის სანაცვლოდ მიწა უნდა დათმოს -Foreign Affairs
ChatGPT-ში რუსი პროპაგანდისტები დავბლოკეთ -OpenAI
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის სალაროდან 141 000 აშშ დოლარი მოიპარეს
დონალდ ტრამპი რობერტ დე ნიროსა და ორ დემოკრატ კონგრესმენს ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება
ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ,მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
რუსეთმა უკრაინას ათასი სამხედროს ცხედარი გადასცა
ჟენევაში ირანისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები
,,ტრამპი ირანთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტის კვლავავ დიპლომატიური გზით ამჯობინებს''- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
"ჩვენს არჩევნებში თაღლითობა ფართოდ არის გავრცელებული, ის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა" - დონალდ ტრამპი
,, უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გავგზავნით''- ორბანი
,,თავს საინფორმაციო ბრძოლაში წაგების უფლებას ვერ მივცემთ, ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება''- კაია კალასი