გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა პენიტენციური დაწესებულება ოჯახის წევრის დაბადების დღეზე დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება-პენიტენციურ სამსახური
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილმა პენიტენციური დაწესებულება ოჯახის წევრის დაბადების დღეზე დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ განსაკუთრებულ გარემოებას, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა შესაძლოა, დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებით.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან.
ამასთანავე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ განსაკუთრებულ გარემოებას, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა შესაძლოა, დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება.
მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ საკანში მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის, გასაჯაროება ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ არსებობს და სპეციალური პენიტენციური სამსახური ვერ გაასაჯაროებს ვიდეომასალას.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით უფლებამოსილია, ადგილზე, პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გაეცნოს ვიდეომასალას, რომლითაც უტყუარად დადასტურდება გავრცელებული ინფორმაციის არარეალურობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე -ირანში საქართველოს საელჩო
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა პენიტენციური დაწესებულება ოჯახის წევრის დაბადების დღეზე დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება-პენიტენციურ სამსახური
ე.წ. ოფშორული ზონები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური კვლევა დიდ ბრიტანეთზე
ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი
უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სალომე სამადაშვილი: ხალხს სჭირდება პოლიტიკური ცვლილება, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ „ლელო“ აუცილებლად გაიმარჯვებს
"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადება
ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ, თუ რას დაეფუძნა ორი ტელეკომპანიის სანქცირება - 0 ინფორმაცია, 0 ფაქტი -ირაკლი კობახიძე
მიზანი როცა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდან ყველა ნაბიჯი მოსალოდნელია -ირაკლი ქადაგიშვილი
გასულ დღეებში წარმოჩინდა, ვინ არის ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად, რათა უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს -ირაკლი კობახიძე
საქართველოზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს -შალვა პაპუაშვილი
ჯო უილსონმა თავისი მრავალსერიანი საპნის ოპერით უკვე დაგვღალა -შალვა პაპუაშვილი
ბრიტანეთის ელჩი ქართულს იმიტომ სწავლობდა, რომ „იმედზე“ და „პოსტივიზე“ საქმეები შეეკერა, ვინც სიტყვის თავისუფლების მცველი გვეგონა, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი -შალვა პაპუაშვილი
ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ თქვა, რომ მზად არიან, ზიანი მიაყენონ ქართველ ხალხს, ყველაფერზე არიან წამსვლელი -თენგიზ შარმანაშვილი
"ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს"-ურსულა ფონ დერ ლაიენი
ეს არ არის "პოსტივისა" და "იმედის" წინააღმდეგ მიმართული, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა -ვასილ მაღლაფერიძე
ზეწოლის ახალი ფაზა იწყება, მათი მიზანია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც თანახმა იქნებიან, საქართველო შეაჯახონ რუსეთს-ირაკლი ქადაგიშვილი
ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას -საგარეო უწყება
ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით-ირაკლი კობახიძე