თბილისში და ქალაქის შემოგარენში გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება
ბოლო ორი დღის განმავლობაში, უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა. დედაქალაქსა და მის შემოგარენში ტექნიკური მარილით მუშავდება, იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი გზები.
მერიის ცნობით, ქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას 24-საათიან რეჟიმში მონიტორინგს უწევენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, შპს „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი გიორგი პაპავა, რაიონების გამგებლები და შესაბამისი სამსახურების უფროსები.
„26 თებერვლის საღამოდან მოყოლებული საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. გზები თოვლისგან სპეცმანქანებით უწყვეტ რეჟიმში იწმინდება, ხდება გარე განათების, ელექტროენერგიის დაზიანებული ქსელის, კაბელების აღდგენა, თოვლისგან მოტეხილი ხეებისა და ტოტების დამუშავება-გატანა. სრულად მობილიზებულია შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, „თბილსერვის ჯგუფი", „ეკოსერვის ჯგუფი", რაიონული გამგეობები", - აღნიშნა გიორგი პაპავამ.
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.
მსგავსი სიახლეები
თბილისში და ქალაქის შემოგარენში გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება
28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
28 თებერვალის ამინდის პროგნოზი
2025/2026 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 8.0 პროცენტით მეტი სტუდენტი მიიღეს-საქსტატი
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს და გზები ინტენსიურად იწმინდება
ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე თვეში შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი"-ტელეკომპანია "იმედი"
როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 თებერვალს საქართველოში
27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია -კახა კალაძე
ტელეკომპანია "იმედის" განცხადებით, ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდებზე ტექნიკური პრობლემა სანქციებისგან იყო გამოწვეული
საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან
გამოცხადდა 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
26 თებერვალის ამინდის პროგნოზი
26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოსოთხმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა
,,ქსელური მარკეტები თანხის დაგვიანებით გადახდით ერთი მხრივ, აზიანებენ მწარმოებლების და დისტრიბუციის სექტორს, მეორე მხრივ, სარგებლობენ აღნიშნული გამოთავისუფლებული ფულადი სახსრებით''-ბერეკაშვილი
26 თებერვლიდან პირველ მარტამდე საქართველოში წვიმა, ქარი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვაა მოსალოდნელი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერა