ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს.

შესაბამის ინსტრუქციებს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ვითარების გამწვავების შემთხვევაში უნდა მიმართოთ.

„წითელი განგაშის" სიგნალის ჩართვის შემდეგ აუცილებელია დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები:
დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი (სასურველია, წინასწარ იცოდეთ უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა); შენობაში ყოფნის დროს დახურეთ კარ-ფანჯარა, შედით შენობაში არსებულ დაცულ სივრცეში; ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში - თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი; ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში - გააჩერეთ ავტომობილი გზის პირად, გადმოდით მანქანიდან და მოძებნეთ უახლოესი თავშესაფარი. თუ ვერ პოულობთ მსგავს ადგილს, დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი.

ასევე, გაფრთხილებთ, რომ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციებით, დაუშვებელია შენობის შესასვლელში მოქალაქეების გაჩერება; განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდგომ სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ შენობა; დაუშვებელია ჩამოგდებულ საფრენ აპარატთან ან სხვა მსგავს ობიექტთან მიახლოება. ასეთის არსებობის შემთხვევაში აცნობეთ პოლიციას.

ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა განგაშის სიგნალის არსებობის შემთხვევაში თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტულ ობიექტებზე გადაადგილებისგან. მოერიდეთ ყველა თავშეყრის ადგილეს. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა კონცენტრირების ადგილებს.

უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებსაიტზე. ასევე, განახლებული ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს.

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7.

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, ნიკა გვარამიას, ანუ რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული -ირაკლი კობახიძე
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს
რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე -ირანში საქართველოს საელჩო
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა პენიტენციური დაწესებულება ოჯახის წევრის დაბადების დღეზე დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება-პენიტენციურ სამსახური
ე.წ. ოფშორული ზონები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური კვლევა დიდ ბრიტანეთზე
ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი
უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სალომე სამადაშვილი: ხალხს სჭირდება პოლიტიკური ცვლილება, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ „ლელო“ აუცილებლად გაიმარჯვებს
"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადება
ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ, თუ რას დაეფუძნა ორი ტელეკომპანიის სანქცირება - 0 ინფორმაცია, 0 ფაქტი -ირაკლი კობახიძე
მიზანი როცა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდან ყველა ნაბიჯი მოსალოდნელია -ირაკლი ქადაგიშვილი
გასულ დღეებში წარმოჩინდა, ვინ არის ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად, რათა უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს -ირაკლი კობახიძე
საქართველოზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს -შალვა პაპუაშვილი
ჯო უილსონმა თავისი მრავალსერიანი საპნის ოპერით უკვე დაგვღალა -შალვა პაპუაშვილი
ბრიტანეთის ელჩი ქართულს იმიტომ სწავლობდა, რომ „იმედზე“ და „პოსტივიზე“ საქმეები შეეკერა, ვინც სიტყვის თავისუფლების მცველი გვეგონა, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი -შალვა პაპუაშვილი
ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ თქვა, რომ მზად არიან, ზიანი მიაყენონ ქართველ ხალხს, ყველაფერზე არიან წამსვლელი -თენგიზ შარმანაშვილი
"ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს"-ურსულა ფონ დერ ლაიენი
ეს არ არის "პოსტივისა" და "იმედის" წინააღმდეგ მიმართული, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა -ვასილ მაღლაფერიძე
ზეწოლის ახალი ფაზა იწყება, მათი მიზანია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც თანახმა იქნებიან, საქართველო შეაჯახონ რუსეთს-ირაკლი ქადაგიშვილი