რამაზ საყვარელიძე: სანქციებით გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს

 

გამახსენდა ვაჟა-ფშაველა: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი", ასე რომ თქვენ სატრაბახო ნამდვილად გაქვთ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით „კურდღლების ფერმის დაჭერის" მცდელობა იყო.

„ეს იყო დაახლოებით ისეთივე ნაბიჯი, როგორიც 2024 წლის არჩევნებზე რეაგირება - ხალხმა აირჩია, იმათმა არ აღიარეს. ტელევიზია ყველაზე კარგი ინდიკატორია იმის, ჩვენი მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ვის და რას ემხრობა. აი, ამ საკითხმა იმოქმედა უარყოფითად და ეცადნენ აჩვენონ ხალხს, რომ თავად ამას არ ემხრობიან. ხალხის აზრის შეცვლის იმედი ჰქონდა პუტინს, როცა ჩავიდა აფხაზეთში და თავის კანდიდატს ჩამოართვა ხელი. იგივე სტილის მოქმედება ინგლისის მხრიდან ესაა გულს რომ გაგიწურავს, ვაის გავექეცი და უის შევეყარეო", - განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ პატარა ბავშვმაც კი იცის, რომელ ქვეყანას აწყობს დღეს საქართველოში არეულობა.

„პატარა ბავშვიც რომ გააჩერო და ჰკითხო, რომელ ქვეყანას აწყობს არეულობა საქართველოში, დარწმუნებული ვარ უმრავლესობა იტყვის რუსეთს. ეს ნაბიჯები, რაც არის გადადგმული, მიმართულია საქართველოში არეულობისკენ, ყველა არის მიმართული, რომ ეს სატრანზიტო ხაზი გაფუჭდეს, რაც ვის აწყობს? ერთადერთი ქვეყანა ეს არის რუსეთი, იმისთვის, რომ ჩინეთი არ შემოვიდეს ამ ხაზზე. ძალიან ვერაგი რამ არის პოლიტიკა, მითუმეტეს ვერაგი ქვეყნების პოლიტიკა, შეიძლება ისე აღმოჩნდეს ადამიანი რუსული საქმის გამკეთებელი თვითონ ვერ მიხვდეს, გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
რამაზ საყვარელიძე: სანქციებით გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს
თამარ ცაგარეიშვილი: კოლეგას განსაკუთრებულ პატივს ვცემდით. ექიმები – ექიმებს, მასწავლებლები – მასწავლებლებს, ჟურნალისტები… რა დაგვემართა, გადავშენდით თუ რა ხდება?!
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით მიემგზავრება
,,ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეთ''- ირაკლი ფავლენიშვილი
2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, ნიკა გვარამიას, ანუ რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული -ირაკლი კობახიძე
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს
რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე -ირანში საქართველოს საელჩო
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა პენიტენციური დაწესებულება ოჯახის წევრის დაბადების დღეზე დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება-პენიტენციურ სამსახური
ე.წ. ოფშორული ზონები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური კვლევა დიდ ბრიტანეთზე
ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი
უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სალომე სამადაშვილი: ხალხს სჭირდება პოლიტიკური ცვლილება, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ „ლელო“ აუცილებლად გაიმარჯვებს
"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადება
ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ, თუ რას დაეფუძნა ორი ტელეკომპანიის სანქცირება - 0 ინფორმაცია, 0 ფაქტი -ირაკლი კობახიძე
მიზანი როცა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდან ყველა ნაბიჯი მოსალოდნელია -ირაკლი ქადაგიშვილი
გასულ დღეებში წარმოჩინდა, ვინ არის ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად, რათა უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს -ირაკლი კობახიძე
საქართველოზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს -შალვა პაპუაშვილი
ჯო უილსონმა თავისი მრავალსერიანი საპნის ოპერით უკვე დაგვღალა -შალვა პაპუაშვილი
ბრიტანეთის ელჩი ქართულს იმიტომ სწავლობდა, რომ „იმედზე“ და „პოსტივიზე“ საქმეები შეეკერა, ვინც სიტყვის თავისუფლების მცველი გვეგონა, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი -შალვა პაპუაშვილი