Wizz Air საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 

 Wizz Air დროებით წყვეტს ფრენებს ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებით ავიაკომპანია Wizz Air ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.  

ირანში უსაფრთხოების ვითარების ბოლო დროინდელი ესკალაციის ფონზე, ავიაკომპანია დაუყოვნებლივ აჩერებს ყველა რეისს ისრაელის, დუბაის, აბუ დაბისა და ამანის მიმართულებით და აღნიშნული მიმართულებებიდან 2026 წლის 7 მარტის ჩათვლით.

ამასთანავე, პრევენციის მიზნით, Wizz Air 72 საათის განმავლობაში აუქმებს საუდის არაბეთის მიმართულებით დაგეგმილ რეისებს, 2026 წლის 2 მარტის ჩათვლით.

ავიაკომპანია ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და მუდმივ კავშირშია ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან, მათ შორის - საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოებთან, უსაფრთხოების ორგანოებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან. ოპერაციული გადაწყვეტილებები რეგულარულად გადაიხედება, ხოლო ფრენების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს ვითარების შემდგომი განვითარების შესაბამისად.

მგზავრების, ეკიპაჟისა და საჰაერო ხომალდების უსაფრთხოება Wizz Air-ის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება.
ავიაკომპანია აცნობიერებს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს და მადლობას უხდის მგზავრებს გაგებისა და თანამშრომლობისთვის.

დაზარალებულ მგზავრებს ავიაკომპანია პირდაპირ დაუკავშირდება და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ხელმისაწვდომი ალტერნატივების შესახებ.  

 

 





მსგავსი სიახლეები
Wizz Air საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - სულ უფრო მეტი ნიშანია, რომ აიათოლა ალი ხამენეი ჩვენთან აღარ არის
პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი მარტის ამინდის პროგნოზი
უხვი ნალექი და ვითარება გზებზე - მეტეოროლოგები ნალექს ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ხვალაც ელოდებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ლილია ზერეკიძე 100 წლის გახდა
თბილისში და ქალაქის შემოგარენში გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება
28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
28 თებერვალის ამინდის პროგნოზი
2025/2026 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 8.0 პროცენტით მეტი სტუდენტი მიიღეს-საქსტატი
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს და გზები ინტენსიურად იწმინდება
ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე თვეში შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი"-ტელეკომპანია "იმედი"
როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 თებერვალს საქართველოში
27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია -კახა კალაძე
ტელეკომპანია "იმედის" განცხადებით, ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდებზე ტექნიკური პრობლემა სანქციებისგან იყო გამოწვეული
საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა