აეროპორტებში ათობით ათასი ტურისტია ჩარჩენილი - ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცე დაიხურა

 

 მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით აეროპორტები დახურული რჩება. საკუთარი საჰაერო სივრცე დახურეს ისრაელმა, კატარმა, სირიამ, ირანმა, ერაყმა, ქუვეითმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.

ავიაკომპანიამ Emirates Airlines დუბაის მიმართულებით და პირიქით ყველა რეისი სულ მცირე 1 მარტის შუადღემდე შეაჩერა. Qatar Airways-ის მონაცემებით, კატარის აეროპორტი სულ მცირე 2 მარტის დილამდეა დაკეტილი. საჰაერო სივრცე ასევე დახურული აქვთ ირანსა და ისრაელს.

ამან გამოიწვია ის, რომ რეგიონის საკვანძო აეროპორტები დუბაიში, აბუ-დაბისა და დოჰაში პარალიზებულია. ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანიებმა 1800-ზე მეტი რეისი გააუქმეს.

საავიაციო ანალიტიკური კომპანია Cirium-ის მონაცემებით, 3 უმსხვილესი ავიაკომპანია, რომლებიც ამ აეროპორტებში ოპერირებენ - Emirates, Qatar Airways და Etihad, ჩვეულებრივ რეჟიმში დღეში დაახლოებით 90 ათას მგზავრს ემსახურებიან.

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა. 

 

 





მსგავსი სიახლეები
აეროპორტებში ათობით ათასი ტურისტია ჩარჩენილი - ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცე დაიხურა
„24-საათიან რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება“ - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე
აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
Wizz Air საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - სულ უფრო მეტი ნიშანია, რომ აიათოლა ალი ხამენეი ჩვენთან აღარ არის
პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი მარტის ამინდის პროგნოზი
უხვი ნალექი და ვითარება გზებზე - მეტეოროლოგები ნალექს ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ხვალაც ელოდებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ლილია ზერეკიძე 100 წლის გახდა
თბილისში და ქალაქის შემოგარენში გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება
28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
28 თებერვალის ამინდის პროგნოზი
2025/2026 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 8.0 პროცენტით მეტი სტუდენტი მიიღეს-საქსტატი
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს და გზები ინტენსიურად იწმინდება
ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე თვეში შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი"-ტელეკომპანია "იმედი"
როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 თებერვალს საქართველოში
27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია -კახა კალაძე