დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი

 

პარტია „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი თავის ბლოგში მიმოიხილავს ჰიბრიდულ ომს და მასში ტექნოლოგიების როლს. ანალიტიკოსი წერს ევროკავშირის ახალ კანონებზე, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვანებისათვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვისკენ. ქართველიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აშშ-მ შექმნა რიგი მექანიზმები და პლატფორმები, მაგალითად, Freedom()gov და Starlink-ი, რომლებიც ევროპელებს საშუალებას მისცემს, გვერდი აუარონ ბრიუსელის შეზღუდვებს:

„ევროპელი პოლიტიკოსები, რეგულაციების გამკაცრებით, საკუთარი მოქალაქეების ნაწილს ფაქტობრივად უბიძგებენ გარე (ძირითადად ამერიკული) სერვისებისკენ" - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის აზრით, ბრძოლა მიმდინარეობს არა მეტ ან ნაკლებ თავისუფლებას შორის, არამედ იმის განსასაზღვრად, თუ ვინ იქნება ჰეგემონი ტექნოლოგიურ სივრცეში და ამით მოიგებს ჰიბრიდულ ომს.

„ბევრს სმენია ევროკავშირის მიერ გამოცემული „ციფრული სერვისების აქტის" - Digital Services Act (DSA), შესახებ, რომელიც ამჟამად აქტიურად ინერგება მთელ ევროპაში. ფორმალურად მისი მიზანია მომხმარებელთა დაცვა დეზინფორმაციისგან, არალეგალური კონტენტისა და ალგორითმული მანიპულაციებისგან. განიხილება ასაკის მკაცრი ვერიფიკაცია და არასრულწლოვანთა წვდომის შეზღუდვა სოციალურ ქსელებზე. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგ მოდის ციფრული ID-ები, ალგორითმების გამჭვირვალობის მოთხოვნები და მოდერაციის გაფართოებული მექანიზმები. იმავე ლოგიკაში ჯდება ბრიტანეთის „Online Safety Act"-იც, რომელიც სოციალურ პლატფორმებს აკისრებს მკაცრ ვალდებულებებს კონტენტის წაშლისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით.

მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ „ველური" და უკონტროლო ინტერნეტის ეპოქა დასრულდა და ციფრული სივრცე უნდა რეგულირდებოდეს ისე, როგორც ფინანსური ბაზრები ან ფარმაცევტიკა. კრიტიკოსები კი ხედავენ ინსტიტუციონალიზებული ცენზურის საფრთხეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პლატფორმებს ავალდებულებენ ოპერატიულად დაბლოკონ „მავნე" კონტენტი რეგულატორის მითითებით. მთავარი შეკითხვა რჩება: სად გადის ზღვარი დაცვასა და კონტროლს, ზრუნვასა და ცენზურას შორის?

სიმბოლური იყო ილონ მასკის ხუმრობა: ევროპაში ბავშვი 5 წლის ასაკში „საკმარისად დიდია" სქესის შესაცვლელად, მაგრამ 15 წლის ასაკში კვლავ „ძალიან პატარაა" სოციალური ქსელებისთვის. მსგავსი ანალოგიაა მოზარდებისთვის (მშობლების თანხმობის შემთხვევაში) ქორწინების დაშვება 16 წლის ასაკში, მაგრამ აკრძალვა 18+ კატეგორიის ფილმების ყურებისთვის.

ამ ჰიპერბოლის მიღმა დგას უფრო ფართო კონფლიქტი - ვინ განსაზღვრავს ინფორმაციის მიღების სიმწიფესა და პასუხისმგებლობას: ოჯახი, სახელმწიფო თუ კორპორაცია? ამის ფონზე აშშ-დან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა პროექტი Freedom()gov - პორტალი ჩაშენებული VPN-ით, რომელიც ევროპული შეზღუდვების გვერდის ავლის საშუალებას იძლევა. გავრცელებული ცნობებით, დომენი 2026 წლის 12 იანვარს დარეგისტრირდა. ოფიციალურად ითქვა, რომ მომხმარებლის ტრაფიკი არ შეიზღუდება და მიზანი „ციფრული თავისუფლებების დაცვაა". თუმცა სკეპტიკოსები მიუთითებენ, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურა ყოველთვის ქმნის მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობას.

ამ კუთხით პარადოქსული სურათი ყალიბდება: ევროპელი პოლიტიკოსები, რეგულაციების გამკაცრებით, საკუთარი მოქალაქეების ნაწილს ფაქტობრივად უბიძგებენ გარე (ძირითადად ამერიკული) სერვისებისკენ. რაც უფრო მკაცრია შიდა კონტროლი, მით უფრო იზრდება მოთხოვნა იურისდიქციის გარეთ გასვლის ინსტრუმენტებზე. თუ ამ ყველაფერს ერთად შევხედავთ, გამოიკვეთება უფრო ფართო სტრატეგია. ადრე განიხილებოდა DARPA-სთან დაკავშირებული ალტერნატიული გადახდის სისტემების იდეა, რომლებიც ცენტრალური ბანკებისგან დამოუკიდებლად პოზიციონირდებოდა, სახელმწიფო CBDC-ების საპირწონედ. ახლა იქმნება ინტერნეტ-ტრაფიკის გვერდის ავლის არხი, რაც ევროპას ურთულებს საკუთარი „ციფრული ფაირვოლის" აშენებას ჩინეთის მოდელის მსგავსად.

ამას ემატება სატელიტური ინფრასტრუქტურა Starlink-ი, რომელსაც შეუძლია ინტერნეტის მიწოდება ადგილობრივი პროვაიდერების გვერდის ავლით. გამოდის, რომ ტრამპი და მის უკან მდგარი ძალები დემონტაჟს უკეთებენ იმას, რასაც მათი მხარდამჭერები „ევროპულ ციფრულ ანტი უტოპიას" უწოდებენ. თუმცა, ილუზიაში არ უნდა ჩავვარდეთ: საუბარია არა კონტროლის გაუქმებაზე, არამედ მისი ცენტრების გადანაწილებაზე.
ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი. მისი პროექტები - Freedom, ალტერნატიული გადახდის სისტემები და სატელიტური ინტერნეტი - არ ეხება „თავისუფლებას", როგორც აბსტრაქტულ ღირებულებას. ეს ეხება ტექნოლოგიურ და გეოპოლიტიკურ ჰეგემონიას. კონტროლის ინსტრუმენტები უბრალოდ იცვლიან მფლობელს: ბრიუსელის რეგულატორების ნაცვლად, ვაშინგტონი და ამერიკული კორპორაციები.

ევროპა, შესაძლოა, კარგავდეს ციფრულ სუვერენიტეტს არა „თავისუფლების" გამო, არამედ იმიტომ, რომ სხვა სისტემაში გადაჰყავთ, სხვა დროშით, მაგრამ მსგავსი მექანიზმებით.

ბრძოლა არ მიმდინარეობს თავისუფლებასა და დამონებას შორის. იგი მიმდინარეობს იმის განსასაზღვრად, თუ ვისი კონტროლის არქიტექტურა გახდება ახალი გლობალური სტანდარტი, ევროპული რეგულაციური მოდელი, ამერიკული კორპორაციულ-სახელმწიფო ეკოსისტემა თუ სრულიად ახალი, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ციფრული წესრიგი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ თვალწინ ვითარდება გლობალური ჰიბრიდული მსოფლიო დაპირისპირების კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულება", - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან''- მაკა ბოჭორიშვილი
დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი
საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა
ხატია დეკანოიძე - ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან
რამაზ საყვარელიძე: სანქციებით გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს
თამარ ცაგარეიშვილი: კოლეგას განსაკუთრებულ პატივს ვცემდით. ექიმები – ექიმებს, მასწავლებლები – მასწავლებლებს, ჟურნალისტები… რა დაგვემართა, გადავშენდით თუ რა ხდება?!
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით მიემგზავრება
,,ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეთ''- ირაკლი ფავლენიშვილი
2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, ნიკა გვარამიას, ანუ რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული -ირაკლი კობახიძე
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს
რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე -ირანში საქართველოს საელჩო
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა პენიტენციური დაწესებულება ოჯახის წევრის დაბადების დღეზე დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება-პენიტენციურ სამსახური
ე.წ. ოფშორული ზონები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური კვლევა დიდ ბრიტანეთზე
ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი
უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სალომე სამადაშვილი: ხალხს სჭირდება პოლიტიკური ცვლილება, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ „ლელო“ აუცილებლად გაიმარჯვებს
"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადება
ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ, თუ რას დაეფუძნა ორი ტელეკომპანიის სანქცირება - 0 ინფორმაცია, 0 ფაქტი -ირაკლი კობახიძე
მიზანი როცა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდან ყველა ნაბიჯი მოსალოდნელია -ირაკლი ქადაგიშვილი