,,დააფასე, რაც გაგაჩნია და ნუ იწვევ საკუთარ თავზე განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ'' - დავით ქართველიშვილი
პარტია „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციასა და ამ კონტექსტში საქართველოს პოზიციას. ანალიტიკოსი წერს, რომ მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი მოწყვლადი არიან, საქართველოს კი აქვს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა: „საქართველო აჩვენებს პრაგმატული ქცევის მოდელს: ყოველგვარი ისტერიკისა და დეკლარაციული „სიმამაცის" გარეშე, ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, კონცენტრირებულია უსაფრთხოებაზე, აგრძელებს საერთაშორისო ფორუმების მასპინძლობას, ავითარებს სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბებს" - წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ სამხრეთ კავკასია ტურბულენტობის ფაზაში შედის და გაიმარჯვებს მხოლოდ ის, ვინც რისკებს ამცირებს. „ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობამ, არა მხოლოდ თეირანის შიდა კრიზისი გააღრმავა, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისთვის ლაკმუსის ქაღალდად იქცა. სწორედ აქ იწყება მთავარი, რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, რომელიც გუშინ ირონიულად აკომენტარებდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ბაქოსა და ერევანში ვიზიტზე და „თბილისის იგნორირებაზე" საუბრობდა, დღეს უხერხულ მდგომარეობაშია. რადგან რეალური პოლიტიკა არც ლაიქებია და არც ტელეკომენტარები - ეს რისკების ბალანსია.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თეირანს ღრმა სამძიმარი გამოუცხადა. ერთი შეხედვით, დისონანსია: აზერბაიჯან-ამერიკული ურთიერთობები ჩვენს "სააკაცუკეთში" ხომ დიპლომატიურ გარღვევად იყო წარმოჩენილი. მაგრამ გეოპოლიტიკაში ემოციები არ არსებობს. არსებობს საზღვრები, შიიტური ფაქტორი, ირანის ჩრდილოეთში მცხოვრები მრავალმილიონიანი აზერბაიჯანული დიასპორა და საკუთარი უსაფრთხოება. ბაქო ვერ დაუშვებს დემონსტრაციულ კონფრონტაციას თეირანთან, თუნდაც ვაშინგტონთან ურთიერთობის გააქტიურების ფონზე. სუვერენული სახელმწიფო ზურგს იზღვევს, ასე იქცევა რეგიონული მოთამაშე და არა "ტელეგრამ არხის" ანალიტიკოსი.
სომხეთი კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია: ირანიდან ლტოლვილთა შესაძლო ნაკადი (თუნდაც 300 ათასი ეთნიკური სომეხის გათვალისწინებით) არ არის ჰუმანიტარული აბსტრაქცია, ეს არის ბიუჯეტური, სოციალური და შიდა სტაბილურობის პირდაპირი გამოწვევა. საკუთარი საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციის ფონზე, ერევანს შეიძლება დაემატოს დამატებითი ტურბულენტობის ფაქტორი. ირანში მასშტაბური ესკალაცია ავტომატურად აისახება სომხეთის ეკონომიკაზე, ლოჯისტიკასა და ენერგეტიკაზე. ამ რეგიონული საფრთხეების ფონზე, საქართველო აჩვენებს პრაგმატული ქცევის მოდელს: ყოველგვარი ისტერიკისა და დეკლარაციული „სიმამაცის" გარეშე, ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, კონცენტრირებულია უსაფრთხოებაზე, აგრძელებს საერთაშორისო ფორუმების მასპინძლობას, ავითარებს სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბებს, აძლიერებს საინვესტიციო მიმზიდველობას. ეს არა პასიურობა, არამედ პრაგმატილი გაანგარიშებაა.
რეგიონში, სადაც ყოველი მკვეთრი ნაბიჯი შეიძლება ძვირად დაჯდეს, არჩევანი კეთდება სტაბილურობასა და სიტუაციის მართვადობაზე. თუ ვითარებას არა ემოციური სათაურებით, არამედ სახელმწიფო ინტერესის პრიზმიდან შევხედავთ, სურათი ნათელია: სამხრეთ კავკასია შედის გაზრდილი ტურბულენტობის ფაზაში. და ამ ფაზაში იმარჯვებს არა ის, ვინც ხმამაღლა აკომენტარებს სხვის ვიზიტებზე, არამედ ის, ვინც საკუთარ რისკებს ამცირებს. პოლიტიკა დემონსტრაციული ლოიალურობის კონკურსი არ არის. ეს არის უნარი, გადარჩე და გაძლიერდე მაშინ, როცა გარშემო შტორმი იწყება. სულ რაღაც 48 საათი ერთ კერძო აღებულ სოფელ ძეგვში შეგვექმნა პრობლემები: დენთან, წყალთან, გათბობასთან და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში აღმოიფხვრა ყველა დროებითი უხერხულობა. ჩვენგან სულ ახლოს, სახელმწიფოებრივ სამეზობლოში: ჩრდილოეთ-დასავლეთით თუ სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნამდვილი დაუსრულებელი "არმაგედონია". დააფასე, რაც გაგაჩნია და ნუ იწვევ საკუთარ თავზე განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ" - წერს დავით ქართველიშვილი.
მსგავსი სიახლეები
,,ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,დააფასე, რაც გაგაჩნია და ნუ იწვევ საკუთარ თავზე განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ'' - დავით ქართველიშვილი
,,ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ, არის ის, რომ ავკრძალოთ''- პაპუაშვილი
,,უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის''-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
,,ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან''- მაკა ბოჭორიშვილი
დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი
საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა
ხატია დეკანოიძე - ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან
რამაზ საყვარელიძე: სანქციებით გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს
თამარ ცაგარეიშვილი: კოლეგას განსაკუთრებულ პატივს ვცემდით. ექიმები – ექიმებს, მასწავლებლები – მასწავლებლებს, ჟურნალისტები… რა დაგვემართა, გადავშენდით თუ რა ხდება?!
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით მიემგზავრება
,,ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეთ''- ირაკლი ფავლენიშვილი
2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, ნიკა გვარამიას, ანუ რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული -ირაკლი კობახიძე
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს
რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე -ირანში საქართველოს საელჩო
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა პენიტენციური დაწესებულება ოჯახის წევრის დაბადების დღეზე დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება-პენიტენციურ სამსახური
ე.წ. ოფშორული ზონები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური კვლევა დიდ ბრიტანეთზე
ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი
უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ