,,ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის''- შალვა პაპუაშვილი

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა" ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდამჭერ ნაბიჯებზე და საპასუხოდ უკრაინის ნეგატიურ პოზიციაზე ისაუბრა.

„ხომ არის საუბარი, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია [ზელენსკი] და შეიძლება, მადლობისთვის არ ეცალოსო, მაგრამ იმისთვის როგორ მოიცალა, რომ სააკაშვილზე ცილისწამება გაავრცელა პირდაპირ ეთერში საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს, ვინმე მას აწამებდა, კლავდა. ასეთ ტყუილს რომ იკადრებ ომში მყოფი ადამიანი, ამით რომ უპირველეს ყოვლისა, აზიანებ შენი ქვეყნის ინტერესებს და ნდობას შენი ქვეყნის მიმართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან რამდენიმე დღის წინ გაეროში მიღებული რეზოლუციისთვის საქართველოს მხარდაჭერაზე და უკრაინის რადას თავმჯდომარის მიერ ამ მხარდაჭერის შეფასებაზეც ისაუბრა. როგორც ცნობილია, რადას თავმჯდომარემ რეზოლუციისთვის მხარდაჭერას 21-ე საუკუნის წესიერების მინიმალური დონე უწოდა.

„გადახედონ, აბა, მხარდამჭერთა სიას და თავშეკავებულთა სიას, თუკი ეს ჩვეულებრივი წესიერებაა და მერე ისაუბრონ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და თავისთავადი არის თუ ამას სჭირდება გადაწყვეტილება და მხარდაჭერის ჩვენება.

ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის. ამიტომ როგორც უკრაინას აქვს პრეტენზია სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ, რომ მასთან დამოკიდებულებაში აწონონ საკუთარი სიტყვაც და საქმეც, ზუსტად ასეთივე პრეტენზია გვაქვს ჩვენ ყველა ხელისუფლების მიმართ, რომ საქართველოსთან დამოკიდებულებაში კარგად აწონონ საკუთარი სიტყვა და საქმე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,დააფასე, რაც გაგაჩნია და ნუ იწვევ საკუთარ თავზე განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ'' - დავით ქართველიშვილი
,,ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ, არის ის, რომ ავკრძალოთ''- პაპუაშვილი
,,უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის''-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
,,ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან''- მაკა ბოჭორიშვილი
დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი
საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა
ხატია დეკანოიძე - ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან
რამაზ საყვარელიძე: სანქციებით გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს
თამარ ცაგარეიშვილი: კოლეგას განსაკუთრებულ პატივს ვცემდით. ექიმები – ექიმებს, მასწავლებლები – მასწავლებლებს, ჟურნალისტები… რა დაგვემართა, გადავშენდით თუ რა ხდება?!
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით მიემგზავრება
,,ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეთ''- ირაკლი ფავლენიშვილი
2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, ნიკა გვარამიას, ანუ რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული -ირაკლი კობახიძე
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს
რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე -ირანში საქართველოს საელჩო
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა პენიტენციური დაწესებულება ოჯახის წევრის დაბადების დღეზე დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება-პენიტენციურ სამსახური
ე.წ. ოფშორული ზონები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური კვლევა დიდ ბრიტანეთზე
ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი
უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ