ირანში საბრძოლო ოპერაციები სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული -დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანში სრული ძალით გრძელდება და არ შეჩერდება, ვიდრე ყველა დასახული მიზანი მიღწეული არ იქნება.

„ბოლო 46 საათის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა წამოიწყეს ოპერაცია „ეპიკური მრისხანება", ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, რთული და განმანადგურებელი სამხედრო შეტევა, რომელიც მსოფლიოს ოდესმე უნახავს. საბრძოლო ოპერაციები ამ დროისთვის სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული. ჩვენ ძალიან ძლიერი მიზნები გვაქვს", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა სამხედრო ოპერაციისას დაღუპული სამი ამერიკელი სამხედრო „ნამდვილ ამერიკელ პატრიოტებად" მოიხსენია და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, მსხვერპლი კიდევ იქნება.

მისივე თქმით, ამერიკა „შურს იძიებს" დაღუპულების გამო და ირანის რეჟიმს „ყველაზე მძიმე დარტყმას" მიაყენებს.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანელი ხალხი ქუჩებში სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს ზეიმობდა და ირანის სამხედრო სარდლობა სრულად განადგურებულია.

 





მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს
ტრამპი ირანზე განხორციელებული სამხედრო დარტყმების მიზნებს განმარტავს
„ენბისი ნიუსი“ - ირანთან ომის დაწყების გადაწყვეტილება აშშ-მა ჟენევაში ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკული დელეგაციის წევრებს უყვირა
,,ევროპა „აბსოლუტურად უჭერს მხარს“ ირანში აშშ-ის ქმედებებს, თუმცა ნატო არ ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში''- მარკ რუტე
„დიდი ტალღა“ ჯერ კიდევ წინ არის''- ტრამპი
ესპანეთმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის აშშ-ის მისი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა
აშშ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
პიტ ჰეგსეტი - ეს არ არის ე.წ. „რეჟიმის ცვლილების“ ომი, მაგრამ რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა - ეს ერაყი არ არის, ეს დაუსრულებელი არ არის
კვიპროსის აეროპორტიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა
გერმანია მონაწილეობას არ მიიღებს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებში, ჩვენ არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები -იოჰან ვადეპული
გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელმა და აშშ-მა გუშინ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს
ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შესაძლოა, 130%-ით გაიზარდოს -საინვესტიციო კომპანია Goldman Sachs
ქუვეითში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა მოხდა
"ჩვენ დავიწყეთ შეტევითი კამპანია "ჰეზბოლას" წინააღმდეგ-ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი
ირანმა ბაჰრეინში აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზა უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა
ირანში საბრძოლო ოპერაციები სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული -დონალდ ტრამპი
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს
ირანის მომავალი სულიერი ლიდერის ასარჩევად 88 სასულიერო პირი უნდა შეიკრიბოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მწუხარებით შევიტყვე, რომ აიათოლა ალი ხამენეი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ის, თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ხალხს