თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

თიბისიმ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი- QR გადარიცხვა დანერგა, რომელიც თანხის გადარიცხვისა და მიღების პროცესს მაქსიმალურად კომფორტულსა და სწრაფს ხდის. ახალი პროდუქტის გამოყენებით, თანხის მიმღებს აღარ უწევს ანგარიშის ნომრის ან პირადი ნომრის ზეპირად კარნახი ან დაკოპირება, ხოლო გადამრიცხველს- ანგარიშის დაზუსტება, მონაცემების ხელით შეყვანა ან მიმღების გადამოწმება.


ამ მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად, თანხის მიმღებ ფიზიკურ პირს შეუძლია თიბისის მობაილბანკში შევიდეს, გადავიდეს საკუთარ IBAN ანგარიშზე და იქვე იპოვოს QR კოდი, რომელსაც დაასკანერებინებს გადამრიცხველს. შედეგად, გადარიცხვა ხორციელდება სწრაფად და მარტივად, ხოლო თანხა მიმღებს მყისიერად ესახება.


QR კოდის დასკანერებისას მომხმარებელი გადადის სპეციალურ გვერდზე, სადაც შეუძლია აირჩიოს გადარიცხვის მისთვის სასურველი მეთოდი- Apple pay-თ ან Google Pay-თ, ნებისმიერი მიბმული ბარათით. გადარიცხვა ხდება მხოლოდ ლარში და ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. QR-ით მომენტალური გადარიცხვა შეუძლია ნებისმიერი სხვა ქართული ბანკის მომხმარებელსაც- სხვა ბანკის ბარათით ან მობაილბანკით.


QR-ით გადარიცხვა ასევე სწრაფი და კომფორტულია ისეთ სივრცეებში, როგორიცაა: ბაზრობები, სამკერვალოები, მცირე მომსახურების ობიექტები...


თიბისი მუდმივად ქმნის და ავითარებს ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებზე და მათ ცხოვრებას ამარტივებს.

(R)

 





მსგავსი სიახლეები
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
რა ეღირება დოლარი და ევრო 28 თებერვალს
თიბისი კონცეპტი - კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
უკრაინაში ომის შედეგი განსაზღვრავს, ვინ გახდება აშშ-სა და ჩინეთთან ერთად მსოფლიო წესრიგის მესამე საყრდენი, ევროპა თუ რუსეთი
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა - Euromoney
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით - თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, კომპანიებთან Colangelo & Partners-ი და Glodow Nead Communication-ი ხელშეკრულებები გაფორმდა
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 24 თებერვალს
"მივესალმებით ფრანგული მსხვილი ბიზნესის საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით მეტ დაინტერესებას" -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - სადამდე გამყარდება ლარი?
გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში "თბილისი - ლანდშაფტის აღმოცენება"
ლევან კარანაძე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გლობალურ ელჩად დაინიშნა
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 თებერვალს
მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს, გევორგ პაპოიანს შეხვდა
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
Hello Tech გოგოებისთვის
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება - ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია