სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფიზიკური პირი რ.ო. საკუთარ ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოში, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, საქონლის დაკვლას და დამუშავებას ახდენდა. სააგენტოს ინსპექტორებმა დიდი რაოდენობით (11 მსხვილფეხა პირუტყვის) სარეალიზაციოდ განკუთვნილი ხორცი ამოიღეს.
ფიზიკური პირი დაჯარიმდა, მავნედ მიჩნეული სურსათი კი, კანონმდებლობის შესაბამისად, განადგურდება.
„ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს.
სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე",- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მარტის ამინდის პროგნოზი
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველი მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, "ტვ იმედთან" და "პოს ტვ-სთან" თანამშრომლობაზე - "მეამა"
აეროპორტებში ათობით ათასი ტურისტია ჩარჩენილი - ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცე დაიხურა
„24-საათიან რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება“ - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე
აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
Wizz Air საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - სულ უფრო მეტი ნიშანია, რომ აიათოლა ალი ხამენეი ჩვენთან აღარ არის
პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი მარტის ამინდის პროგნოზი
უხვი ნალექი და ვითარება გზებზე - მეტეოროლოგები ნალექს ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ხვალაც ელოდებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ლილია ზერეკიძე 100 წლის გახდა
თბილისში და ქალაქის შემოგარენში გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება
28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
28 თებერვალის ამინდის პროგნოზი