იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას, რომელიც საარჩევნო პროცედურების, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მათი თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტებას ითვალისწინებს.

როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.

ცვლილების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 18 წლის ასაკიდან. ორგანული კანონის პროექტით ასევე დგინდება საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ირაკლი შატაკიშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ვისაც გადარჩენა უნდა, შემოგვიერთდება
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის შეთანხმების ტექსტში უნდა ჩაიწეროს მარტივი სიტყვები, „ჩვენ ვთანხმდებით ერთადერთ რაღაცაზე, მიშა ყოველთვის მართალია“, ყველა პრობლემა ერთ წამში აღმოიფხვრება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობაზე - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია
,,ოპოზიციის გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო''- ვოლსკი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას მხარი დაუჭირა
კახა კალაძე შაბათს და კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს
ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,დააფასე, რაც გაგაჩნია და ნუ იწვევ საკუთარ თავზე განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ'' - დავით ქართველიშვილი
,,ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ, არის ის, რომ ავკრძალოთ''- პაპუაშვილი
,,უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის''-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
,,ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან''- მაკა ბოჭორიშვილი
დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი
საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა
ხატია დეკანოიძე - ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან
რამაზ საყვარელიძე: სანქციებით გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს
თამარ ცაგარეიშვილი: კოლეგას განსაკუთრებულ პატივს ვცემდით. ექიმები – ექიმებს, მასწავლებლები – მასწავლებლებს, ჟურნალისტები… რა დაგვემართა, გადავშენდით თუ რა ხდება?!
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით მიემგზავრება
,,ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეთ''- ირაკლი ფავლენიშვილი