დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას, 79 წელი შეუსრულდებოდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ და სამსახურის წარმომადგენლებმა, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში, დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1992 წელს, გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებსა და მათ თანმხლებ პირებთან ერთად, გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე; იგი, მათთან ერთად, ტყვედ აიყვანეს. აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსმა და ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანმხლები პირები, პარლამენტის შენობის გარეთ გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს. "არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ"_ უპასუხა მტერს გურამ გაბესკირიამ, რის შემდეგაც, იგი, ტყვედ ჩავარდნილებთან ერთად, დახვრიტეს.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი 25 პირის, მათ შორის, გურამ გაბესკირიას ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოსვენება განახორციელა.

2017 წლის 17 ოქტომბერს, გურამ გაბესკირია, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

#დიდებაგმირებს

 





მსგავსი სიახლეები
დღეს, მირზა გელოვანის დაბადების დღეა
კობა კობალაძემ "ლივ ჰოსპიტალის" საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მარტის ამინდის პროგნოზი
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველი მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, "ტვ იმედთან" და "პოს ტვ-სთან" თანამშრომლობაზე - "მეამა"
აეროპორტებში ათობით ათასი ტურისტია ჩარჩენილი - ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცე დაიხურა
„24-საათიან რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება“ - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე
აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
Wizz Air საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - სულ უფრო მეტი ნიშანია, რომ აიათოლა ალი ხამენეი ჩვენთან აღარ არის
პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი მარტის ამინდის პროგნოზი
უხვი ნალექი და ვითარება გზებზე - მეტეოროლოგები ნალექს ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ხვალაც ელოდებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ლილია ზერეკიძე 100 წლის გახდა