ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 2 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა კობა კობალაძემ ა(ა)იპ ,,საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციის" დირექტორს, გიორგი ხაინდრავას უმასპინძლა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი, მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება გახლდათ, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ და გიორგი ხაინდრავამ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების ფარგლებში, გაუწიოს დახმარება კონომწარმოებელთა ასოციაციას და მასში შემავალ სუბიექტებს სამხედრო თემატიკის კინოს წარმოების პროცესში;

მემორანდუმის საფუძველზე, კინომწარმოებელთა ასოციაცია, თავის მხრივ, მზადაა, საზოგადოებაში მხედრული ტრადიციების განმტკიცების, სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ვეტერანთა ღვაწლისა და დამსახურების სათანადო აღიარების ხელშეწყობისთვის; ასოციაცია, ასევე, სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის მხარდასაჭერად, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამსახურის ჩართულობასა და მასთან თანამშრომლობას შესაბამისი თემატიკის კინოს წარმოების პროცესში.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი, კობა ლიკლიკაძე, ა(ა)იპ ,,საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციის"გამგეობის წევრები-ბექა ცინცაძე და ლადო ჩალათაშვილი.

წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით

 





მსგავსი სიახლეები
დღეს, მირზა გელოვანის დაბადების დღეა
კობა კობალაძემ "ლივ ჰოსპიტალის" საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მარტის ამინდის პროგნოზი
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველი მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, "ტვ იმედთან" და "პოს ტვ-სთან" თანამშრომლობაზე - "მეამა"
აეროპორტებში ათობით ათასი ტურისტია ჩარჩენილი - ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცე დაიხურა
„24-საათიან რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება“ - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე
აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
Wizz Air საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - სულ უფრო მეტი ნიშანია, რომ აიათოლა ალი ხამენეი ჩვენთან აღარ არის
პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი მარტის ამინდის პროგნოზი
უხვი ნალექი და ვითარება გზებზე - მეტეოროლოგები ნალექს ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ხვალაც ელოდებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ლილია ზერეკიძე 100 წლის გახდა