კობა კობალაძემ "ლივ ჰოსპიტალის" საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ულტრათანამედროვე საავადმყოფოების ქსელის_"ლივ ჰოსპიტალის" (Liv Hospital) საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორს, სევინჩ ნურ გუმუშბოღასა და Liv Hospital-ის საქართველოსა და აზერბაიჯანის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლუკა ბოლქვაძეს უმასპინძლა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურია ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი, მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და, სამომავლოდ, ვეტერანებზე მორგებული სამედიცინო პროგრამების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავება გახლდათ.
კობა კობალაძემ სტუმრებს გააცნო ის სამედიცინო პროექტები, რომელთაც, სამსახური, სახელმწიფოს მხარდაჭერით ახორციელებს ვეტერანთა ჯანდაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; ისაუბრა სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების აუცილებლობაზეც. ხაზი გაესვა, ასევე, იმ გამოწვევებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს და რომელთა დაძლევაშიც, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია: "ჩვენ, თურქეთის მხარესთან, წლების განმავლობაში, ძალიან ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა გვაკავშირებს როგორც სოფლის მეურნეობის, ისე, სამედიცინო სფეროში; მოხარული ვიქნებით, თუ ეს თანამშრომლობა, თქვენთან ურთიერთობის განვითარებით, კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ჩვენი ბენეფიციარების წინაშე ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების გადალახვის გზაზე, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება,"-განაცხადა სამსახურის დირექტორმა.
სტუმრებმა ისაუბრეს იმ უპირატესობებსა და სამედიცინო მიღწევებზე, რასაც Liv Hospital-მა მიაღწია და რითაც თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოში. აღნიშნეს ქართულ მხარესთან, კერძოდ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთობის განვითარებაზე და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციართათვის, განსაკუთრებულ პაკეტებს შეიმუშავებენ, რაც, ვეტერანთათვის, სამედიცინო მომსახურებას უფრო მოქნილსა და ხელმისაწვდომს გახდის. დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, ასევე, სამედიცინო პერსონალის გადამზადება და სამომავლოდ, ვეტერანთა მრავალპროფილური ჰოსპიტლის პროექტზე მუშაობაც.
შეხვედრის დასასრულ, მხარეები შეთანხმედნენ ურთიერთთანამშრომლობის გზების დასახვასა და პარტნიორული ურთიერთობის განვითარებისთვის ერთობლივ ძალისხმევაზე.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი და დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია.
ინფორმაციისთვის, დღეისათვის, Liv-ის საავადმყოფოთა ქსელი 6 სამედიცინო ცენტრს აერთიანებს, რომლებიც თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქებში: სტამბოლში, ანკარაში, სამსუნსა და გაზიანთეფში მდებარეობს. მხოლოდ თურქეთში, 36 კლინიკასა და 2 საერთაშორისო უნივერსიტეტს ფლობს. Liv-ის საავადმყოფოთა ქსელს ფილიალები აქვს, ასევე, თურქეთის ფარგლებს გარეთაც_ლონდონში, დუბაიში, ბუდაპეშტსა და ბაქოში. კლინიკები ყველა სამედიცინო მიმართულებით მუშაობს და მიღებული აქვს JCI-ს და ISO 9001-ის აკრედიტაციები, რაც "ლივ ჰოსპიტალის", როგორც საერთაშორისო დონის სამედიცინო ცენტრების სტატუსს ადასტურებს. ამასთან "ლივს" დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიისგან Surgical Review Corporation (SRC) რობოტულ ქირურგიაში, კოლორექტალურ ქირურგიასა და ბარიატრიულ ქირურგიაში აკრედიტაცია აქვს მინიჭებული. აქ, ოპერაციები, ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, როგორებიცაა რობოტი-ქირურგი „და ვინჩი", TrueBeamSTx-ის აპარატი და MAKOplasty-ს სისტემა. განსაკუთრებული მიღწევები აქვს გაფანტული სკლეროზის, დემენციისა და აუტიზმის მკურნალობის სფეროში.
მსგავსი სიახლეები
დღეს საღამოს დუბაიდან ავიარეისები შეზღუდული რაოდენობით შესრულდება
დღეს, მირზა გელოვანის დაბადების დღეა
კობა კობალაძემ "ლივ ჰოსპიტალის" საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მარტის ამინდის პროგნოზი
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველი მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, "ტვ იმედთან" და "პოს ტვ-სთან" თანამშრომლობაზე - "მეამა"
აეროპორტებში ათობით ათასი ტურისტია ჩარჩენილი - ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცე დაიხურა
„24-საათიან რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება“ - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე
აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
Wizz Air საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - სულ უფრო მეტი ნიშანია, რომ აიათოლა ალი ხამენეი ჩვენთან აღარ არის
პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი მარტის ამინდის პროგნოზი
უხვი ნალექი და ვითარება გზებზე - მეტეოროლოგები ნალექს ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ხვალაც ელოდებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს