„ენბისი ნიუსი“ - ირანთან ომის დაწყების გადაწყვეტილება აშშ-მა ჟენევაში ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკული დელეგაციის წევრებს უყვირა

 

რანთან ომის დაწყების საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-მა ჟენევაში გამართული ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო, რომელიც კარგად არ დასრულდა, - ამის შესახებ „ენბისი ნიუსი" წერს.

როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, როდესაც ამერიკის დელეგაციამ წარადგინა საკუთარი პოზიცია, რომ ირანი ურანის გამდიდრებას მომდევნო ათი წელი ვერ შეძლებდა, ამას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც არაღჩიმ ამერიკული დელეგაციის მოთხოვნები მოისმინა, მან ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ყვირილი დაუწყო და განუცხადა, რომ ირანს განუყოფელი უფლება აქვს ურანის გამდიდრების, რაზეც უიტკოფმა უპასუხა, რომ ამერიკას უფლება აქვს, ირანი შეაჩეროს.

მედიის ცნობით, ყვირილის შემდეგ, უიტკოფმა არაღჩის მიმართა: „თუ გირჩევნიათ, შემიძლია წავიდე", რაზეც ირანულ მხარეს პასუხი არ გაუცია.

„ენბისი ნიუსის" ინფორმაციით, კუშნერმა და უიტკოფმა ეს ინციდენტი ტრამპს მოახსენეს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი გაოგნებული იყო.

 

 





მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს
ტრამპი ირანზე განხორციელებული სამხედრო დარტყმების მიზნებს განმარტავს
„ენბისი ნიუსი“ - ირანთან ომის დაწყების გადაწყვეტილება აშშ-მა ჟენევაში ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკული დელეგაციის წევრებს უყვირა
,,ევროპა „აბსოლუტურად უჭერს მხარს“ ირანში აშშ-ის ქმედებებს, თუმცა ნატო არ ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში''- მარკ რუტე
„დიდი ტალღა“ ჯერ კიდევ წინ არის''- ტრამპი
ესპანეთმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის აშშ-ის მისი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა
აშშ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
პიტ ჰეგსეტი - ეს არ არის ე.წ. „რეჟიმის ცვლილების“ ომი, მაგრამ რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა - ეს ერაყი არ არის, ეს დაუსრულებელი არ არის
კვიპროსის აეროპორტიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა
გერმანია მონაწილეობას არ მიიღებს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებში, ჩვენ არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები -იოჰან ვადეპული
გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელმა და აშშ-მა გუშინ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს
ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შესაძლოა, 130%-ით გაიზარდოს -საინვესტიციო კომპანია Goldman Sachs
ქუვეითში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა მოხდა
"ჩვენ დავიწყეთ შეტევითი კამპანია "ჰეზბოლას" წინააღმდეგ-ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი
ირანმა ბაჰრეინში აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზა უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა
ირანში საბრძოლო ოპერაციები სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული -დონალდ ტრამპი
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს
ირანის მომავალი სულიერი ლიდერის ასარჩევად 88 სასულიერო პირი უნდა შეიკრიბოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მწუხარებით შევიტყვე, რომ აიათოლა ალი ხამენეი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ის, თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ხალხს