3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი

ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ეცადეთ, მეგობრებთან და ნათესავებთან კინკლაობას თავი აარიდოთ, მნიშვნელოვანი საუბრები კი მომავალი კვირისთვის გადადოთ.

საზრუნავს ისევ გაურბიხართ და რთული მდგომარეობიდან გამოსვლას არც ცდილობთ. არადა, საკმარისია რჩევა იმ ადამიანებს ჰკითხოთ, ვისაც ენდობით - მეგობრები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან.

სამსახურში ბრწყინვალე პერსპექტივები გელით, ახლა მათი დროული შემჩნევა და გამოყენებაა საჭირო. თუ საკუთარ შემოსავალსა და გასავალს ერთმანეთს შეუსაბამებთ, ფინანსურ სირთულეებს თავიდან აიცილებთ, თუმცა, ამისთვის მოსალოდნელი ხარჯები უნდა დაგეგმოთ. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს და მაღაზიაში ნაყიდ ნახევარფაბრიკატებზე უარი თქვით.

კურო

თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჩიხში შევიდა, საკუთარ თავს ჰკითხეთ - ასეთი ვითარება გაკმაყოფილებთ? საუბრები, დაპირებები, საყვედურები - დღეს ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს. მოთმინებით შეიარაღდით, რადგან ის ნამდვილად დაგჭირდებათ. მალე გარემოებები თქვენ სასარგებლოდ აეწყობა.

შანსი გაქვთ, რომ კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. დადგა დრო ახალი იდეებისთვის, რომლებსაც ფინანსური წარმატების მოტანა შეუძლია. მოთმინება გამოიჩინეთ, რადგან სასურველი შედეგის მიღწევას გარკვეული დრო დასჭირდება. ბოლოს და ბოლოს, საშუალება გექნებათ, რომ დაისვენოთ, საყვარელი საქმით დაკავდეთ და საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ.

ტყუპები

პლანეტების დღევანდელმა განლაგებამ შესაძლოა სახიფათო ფიქრები გაგიჩინოთ. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის ჩვევამ ან თვისებამ გაგაღიზიანოთ. შეეცადეთ, ძველ სირთულეებს ახლებურად შეხედოთ. შესანიშნავი დროა ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისა და საქმიანი ქაღალდების მოწესრიგებისთვის.

სავაჭრო გარიგებები და ფინანსური ხელშეკრულებები დიდ რისკს უკავშირდება. დაუფიქრებელი და ნაჩქარევი ნაბიჯები მომავალში ძალიან დაგაზარალებთ. ფრთხილად იყავით - არსებობს ტრავმების მიღების რისკი, მათ შორის, საყოფაცხოვრებო პირობებშიც.

კირჩხიბი

პირადი ცხოვრების მოწესრიგება გსურთ? თქვენი მფარველი პლანეტა ვენერა საყვარელი ადამიანის პოვნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, პირადი საკითხები დროულად მოაგვაროთ და დაე, მთელმა მსოფლიომ დაიცადოს. კვირის ბოლოს ფულის ხარჯვას ნუ იჩქარებთ, განსაკუთრებით - თუ შემოსავალს არ ელოდებით.

პლანეტები ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმიანი საუბრების დაგეგმვას არ გირჩევენ - სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. დროა, ფიზიკურად გააქტიურდეთ, თუმცა გადაჭარბებულ დატვირთვას მოერიდეთ - გადაღლა თქვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

ლომი

საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში თითქმის ყველაფერი თქვენს ინიციატივაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია კომპრომისისთვის განეწყოთ და საკუთარი უპირატესობის ხაზგასმას არ ეცადოთ. ახლა სწორედ ის დროა, როცა ახლობლებს ყურადღება უნდა დაუთმოთ, მათთან ერთად დაგეგმოთ დღე და საერთო მიზნები განიხილოთ. მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს საქმეებში - ეს თქვენს კავშირს გააძლიერებს.

სამსახურში დაგროვილი საქმეების დასრულება მოგიწევთ. ეცადეთ, საარქივო ქაღალდები რაც შეიძლება მალე მოაწესრიგოთ და ხელმძღვანელობას ხელფასის მომატებაზე ესაუბროთ.

დიეტას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, თორემ მომავალში გასტროენტეროლოგთან ვიზიტი არ აგცდებათ.

ქალწული

გირჩევთ საყვარელ ადამიანს პრობლემებზე გულწრფელად ესაუბროთ. ურთიერთობის ნაკლებობამ ადრე თუ გვიან, შეიძლება ურთიერთგაგების სრული გაქრობა გამოიწვიოს.

თუ მაღაზიებში სიარულს გეგმავთ, პროდუქტების სია წინასწარ შეადგინეთ, კვირის მენიუ მოიფიქრეთ და სპეციალური შეთავაზებები ეძებეთ. ეს დაზოგვის საშუალებას მოგცემთ და თქვენს მენიუს უფრო დაბალანსებულს გახდის. შესაძლოა უახლოეს ხანებში რთულ ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდეთ. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად თქვენი გამოცდილება და გონივრული დაგეგმარება უნდა გამოიყენოთ.

თუ უძილობას ებრძვით, დამამშვიდებელი საშუალებების ნაცვლად, უპირატესობა მცენარეულ პრეპარატებს მიანიჭეთ.

სასწორი

საყვარელ ადამიანთან მცირე დაპირისპირება გელით, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - თქვენი სიყვარული გამოცდას გაუძლებს, რაც ურთიერთობას მხოლოდ განამტკიცებს. ამ დღეს ოჯახურ თათბირზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დაგეკისრებათ.

სამსახურში ზედმეტად ნუ იაქტიურებთ, რადგან თქვენი ძალისხმევა მაინც შეუმჩნეველი დარჩება. სჯობს საყოფაცხოვრებო და ოჯახურ საქმეებზე იფიქროთ. ფინანსურ მდგომარეობას არაფერი ემუქრება, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, ჯობია ფულის დაგროვება დაიწყოთ.

ნუ გაბრაზდებით - უარყოფითი ემოციები თქვენს გარეგნობაზე ცუდად აისახება.

მორიელი

თქვენი მფარველი სიყვარულის პლანეტა ვენერა იქნება, შესაბამისად, ეს დრო სასიყვარულო თავგადასავლებისთვის იდეალურია. ამ დღეს საკუთარ თავთან მაქსიმალურად ობიექტური უნდა იყოთ. სიტყვები და ემოციები აკონტროლეთ, რომ შემთხვევით ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ. კომფორტის ზონიდან გამოსვლის ნუ შეგეშინდებათ - ახალი შესაძლებლობები მათ ელოდებათ, ვინც რისკისთვის მზადაა.

ხელსაყრელი პერიოდი დგება გარიგებებისა და ხელშეკრულებების დასადებად. მერკური თქვენს ჰოროსკოპში გავლენას აძლიერებს, რაც საქმიან საკითხებში წარმატებას გპირდებათ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სპორტსა და ფიტნესს მეტი ყურადღება დაუთმოთ. არ დაივიწყოთ, რომ მოძრაობა სიცოცხლეა და მსუბუქ ფიზიკურ დატვირთვასაც კი შეუძლია მრავალი სენისგან დაგიცვათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სჯობს სასიყვარულო პაემნები არ დანიშნოთ, რადგან ცვალებადი მთვარე ჩხუბის ალბათობას ზრდის. ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს მატერიალურ სფეროში სასიხარულო ამბები ელით! ახლობელი ადამიანების მოთმინებას ნუ გამოცდით, თორემ შეიძლება თავზე მათი რისხვა დაგატყდეთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახის წევრებთან მეტი დრო გაატაროთ. თქვენი მოუცლელობა ხშირად კამათის და დაძაბულობის მიზეზი ხდება.

თუ მაღაზიაში რამე განსაკუთრებული და ორიგინალური ნახეთ, რაც ნამდვილად მოგეწონათ, დაუფიქრებლად იყიდეთ. მოერიდეთ ზედმეტ გადაღლას და სტრესულ სიტუაციებს. იოგა, მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები დაძაბულობის შემცირებაში და მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ერთობლივი დასვენება საყვარელ ადამიანთან დაძაბულობას განმუხტავს. ხელსაყრელი დღეა სოციალური ღონისძიებებისთვის, სპორტული დატვირთვისა და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის. დიდია ალბათობა, რომ სწორედ დღეს რომელიმე საყოფაცხოვრებო პრობლემა მოაგვაროთ.

შესაძლოა შეხვდეთ ახალ ადამიანებს, რომლებიც მომავალში თქვენი საქმიანი პარტნიორები ან საუკეთესო მეგობრები გახდებიან.

ამჟამად სჯობს, ფული არავის ასესხოთ - არსებობს რისკი, რომ მას აღარ დაგიბრუნებენ. მოერიდეთ გადაღლას და ზოგადად, საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ - არსებობს ანთებითი პროცესების განვითარების საფრთხე.

მერწყული

არ არის გამორიცხული კონფლიქტი მშობლებთან ან სხვა უფროს ნათესავებთან. ის, რომ თქვენი არჩევანი არ მოსწონთ, არ ნიშნავს, რომ უკან უნდა დაიხიოთ. ეცადეთ, ურთიერთობების განსამტკიცებლად გზები გამონახოთ, რაც თქვენს სახლს უფრო მეტ სითბოს და სიმყუდროვეს შემატებს.

დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი პიკზე იქნება! შესაძლოა, რომ სამსახურში მოკავშირეები იპოვოთ, რომლებიც ახალი პროექტის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებიან. ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია არც ისე მაღალია, ამიტომ ნუ გადაიღლებით.

თევზები

თუ ურთიერთობა აღარაფერს გაძლევთ, მისი გაწყვეტა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე გადარჩენა. ამ დღეს თქვენი დევიზია - ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი, ამიტომ ნაჩქარევად არაფერი გააკეთოთ. კოლეგები პატივს არა მხოლოდ პროფესიონალიზმის, არამედ პრინციპულობის გამოც გცემენ. ასე განაგრძეთ! ინტუიცია საფრთხის შესახებ გაფრთხილებთ - მის მინიშნებებს ნუ უგულებელყოფთ!

ვარსკვლავები გირჩევენ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ხოლო თუ ეს არ გამოდის, რაიმე მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალება მიიღოთ. მშვენიერი დროა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. დღის რეჟიმი ისე დაგეგმეთ, რომ დროულად დაიძინოთ, თორემ დილას სამსახურში დაგაგვიანდებათ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ნარკოპოლიტიკა 4 ბურჯს უნდა ეფუძნებოდეს და მთავარი ამოცანა დამოკიდებულების შემცირებაა“ - მიხეილ სარჯველაძე
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები სპეციალური რეისები შესრულდება
დღეს საღამოს დუბაიდან ავიარეისები შეზღუდული რაოდენობით შესრულდება
დღეს, მირზა გელოვანის დაბადების დღეა
კობა კობალაძემ "ლივ ჰოსპიტალის" საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მარტის ამინდის პროგნოზი
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველი მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, "ტვ იმედთან" და "პოს ტვ-სთან" თანამშრომლობაზე - "მეამა"
აეროპორტებში ათობით ათასი ტურისტია ჩარჩენილი - ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცე დაიხურა
„24-საათიან რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება“ - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე
აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
Wizz Air საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - სულ უფრო მეტი ნიშანია, რომ აიათოლა ალი ხამენეი ჩვენთან აღარ არის
პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი