მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ჩინეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, იორდანიის, გერმანიის, ნიგერიის, ერაყის, ბანგლადეშის, უზბეკეთის, ვიეტნამის, კენიისა და კონგოს, ჯამში, 98 მოქალაქე.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვრის თვეში საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობამ 232 პირი შეადგინა, ხოლო გასული თვის სტატისტიკური მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან 312 უცხოელი არალეგალი გააძევეს. შესაბამისად, მიმდინარე წლის მხოლოდ ორი თვის შედეგების მიხედვით, გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯამურმა მაჩვენებელმა 544 პირი შეადგინა.

მიღებული სტატისტიკური შედეგი 346-პროცენტიან ზრდას წარმოადგენს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4,5-ჯერ აღემატება.

ასევე აღსანიშნავია, გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გაძლიერებულმა საკანონმდებლო რეგულირებამ და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ჯამური მონაცემებით, ქვეყანა დატოვა 1306-მა უცხოელმა, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადები, რის გამოც მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე ფულადი ჯარიმა 1 000-დან 3 000 ლარამდე დაუწესდათ და დამატებით აეკრძალათ ქვეყანაში შემოსვლა ერთიდან სამ წლამდე ვადით", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვის გამო დააკავეს
"ლიბერთი ბანკის" შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული იყო შედუღების აპარატი, სავარაუდოდ მისგან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, დაწყებულია გამოძიება - შსს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, ნარკოდანაშაულში ჩართულ ყველა პირს მოუწევს, კანონის წინაშე უმკაცრესად აგოს პასუხი -ალექსანდრე დარახველიძე
პოლიციამ თემქაზე ერთი პირის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავა
აჭარის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
სამტრედიაში, მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებული ნაწილების აღმოჩენის ფაქტზე, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანის პროცესი მიმდინარეობს
იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 029 პირის მიმართ დაიწყო -საქსტატი
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით - 10 პირი დააკავეს
პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სუს-მა ერთი პირი დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვილაპარაკო, რადგან მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე - სააკაშვილი
შსს 43 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს